ტომ ჰოლანდის თქმით, კინოროლებზე მეტად რიანას განსახიერებისთვის აქებენ ხოლმე
ფოტო: Paramount Network
ტომ ჰოლანდს თქვენ შეიძლება სპაიდერმენად იცნობდეთ, ან უკვე — როგორც დენი სალივანს ახალ სერიალში The Crowded Room, თუმცა, ინგლისელი მსახიობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ "როლად" რიანა რჩება. ყოველ შემთხვევაში, თავად ჰოლანდიც აღიარებს, რომ ბარბადოსელი პოპვარსკვლავის განსახიერებისთვის ყველაზე ხშირად აქებენ ხოლმე.
ყველაფერი კი 2017 წელს დაიწყო, როცა ტომი ამერიკულ მუსიკალურ რეალითი შოუში, Lip Sync Battle, გამოჩნდა. ამ გადაცემაში ვარსკვლავები ერთმანეთს მუსიკალური პერფორმანსის "პლუს-ფონოგრამაზე" გაცოცხლებაში ეჯიბრებიან. შოუში ერთიმეორეს ჰოლანდი და ადამიანი-ობობაში მასთან ერთად მონაწილე ზენდეია დაუპირისპირდნენ. ჰოლანდმა, არც მეტი, არც ნაკლები, რიანას ჰიტზე Umbrella "იმღერა" და სცენაზე ისეთი სანახაობა მოაწყო, დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ტომის პერფორმანსს იუთუბზე ამ დროისთვის 144 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ექვსი წლის შემდეგ, მსახიობმა თავისი გამოსვლა გაიხსენა და მის პოპულარობაზეც ისაუბრა.
"არაჩვეულებრივი დრო იყო", — ჰყვება ჰოლანდი, — "ცხოვრება ჩემ თვალწინ იცვლებოდა. ადამიანი-ობობა გამოდიოდა, მე კი აღმავლობის გზას ვადექი. პირველად შემეძლო, შეთავაზებებზე უარი მეთქვა, რაც დაუჯერებელი იყო".
იმ დროისთვის ტომი მართლაც მარველის ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ და პერფორმანსის ასეთი წარმატება ალბათ ამ ფაქტორმაც განაპირობა. თუმცა, შოუში მსახიობმა მაყურებელი თავისი მოძრაობებითა და სასცენო ჩაცმულობითაც აღაფრთოვანა. ინტერვიუერის შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს მისი განაცხადი ტოქსიკური მასკულინობის საპასუხოდ, ჰოლანდი ამბობს:
"მე ყველაზე არა-ტოქსიკურმასკულინურ გარემოში გავიზარდე; ამდენად, არც მიფიქრია, რომ რამე უჩვეულოს ვაკეთებდი".
თუმცა, მსახიობის თქმით, პერფორმანსის პოპულარობის მიუხედავადაც, დღეს მსგავსს ვეღარ გაიმეორებდა.
"ჩემთვის საამაყო როლების მიუხედავად, ამ პერფორმანსის გამო ყველაზე ხშირად მაქებენ ხოლმე", — ამატებს ჰოლანდი.
მსახიობის ამ დროისთვის ბოლო პროექტი თრილერის ჟანრის სერიალი The Crowded Room არის. დენიელ კიზის ბესტსელერის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, მიხედვით გადაღებული სერიალის ჩვენება Apple TV+-ზე ივნისში დაიწყო. თუმცა, ჰოლანდის თქმით, ამ როლმა ისე დაღალა, რომ ერთწლიანი პაუზის აღება და მსახიობობისთვის დროებით თავის დანებება გადაწყვიტა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები