კომპანია საქართველოს მაცნე თიბისისთან პარტნიორობით კიდევ უფრო გაიზრდება
ფოტო: თიბისი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერძო სტამბა და გამომცემლობა — საქართველოს მაცნე, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთ ფილიალს გახსნის.
კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის ლევან ფოფხაძის თქმით, წიგნების გამოცემით 90-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც კერძო გამომცემლობები არსებობდა და არც სტამბები, წიგნების გამოსაცემად სახელმწიფო გამომცემლობასთან უნდა გეთანამშრომლა.
"ამიტომ, გამომცემლობა განათლებას გავურიგდი და მათთან ერთად დავიწყეთ მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. იმ წლებში დაახლოებით 30 წიგნი გამოვეცით, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა. საქმე უკან მას შემდეგ წავიდა, რაც კუპონები შემოვიდა და ინფლაცია დაიწყო. ამან დიდი თანხები დაგვაკარგვინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დარჩენილი რესურსით პოლიგრაფიული საქმიანობა დაგვეწყო", — იხსენებს ლევანი.
ლევან ფოფხაძე ჰყვება, რომ 1996 წელს 100მ2 ფართი და რამდენიმე დანადგარი იჯარით აიღეს და დაიწყეს წიგნების ბეჭდვა. იმ დროისთვის კერძო გამომცემლობებიც გაჩნდა და როგორც საკუთარი გამომცემლობისთვის, ისე მათთვისაც ბეჭდავდნენ.
"საქმე კარგად წავიდა და მალევე გავხსენით კიდევ რამდენიმე, უკვე შედარებით დიდი ფილიალი და გავაფართოვეთ როგორც სტამბა, ასევე გამომცემლობაც. იქიდან მოყოლებული, ვბეჭდავთ და გამოვცემთ ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს, სასკოლო დამხმარე ლიტერატურას, ასევე მხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო შემეცნებით ლიტერატურასაც", — ამბობს ლევანი.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსებშიც და ისე მოხდა, რომ 2008 წლამდე კერძო კომპანიებს შორის ყველაზე მეტი დასახელების, 67 წიგნი ჰქონდათ გამოცემული.
"2012 წლიდან ეს კონკურსები შეწყდა. 2018 წელს კი, მათი განახლებისთანავე, ისევ ჩავერთეთ კონკურსებში და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს, საქართველოს მაცნის მიერ დაბეჭდილ და გამოცემულ რამდენიმე სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი. წელს გრიფი მიენიჭა XI კლასის ფიზიკის და ქიმიის, პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე პირველი და მეორე კლასების ჭადრაკის სახელმძღვანელოებს", — აღნიშნავს ლევანი.
დღეისათვის, თბილისსა და წეროვანში სტამბა საქართველოს მაცნის უკვე 5 შენობაა განლაგებული. მეხუთე, 1100მ2 ფართის შენობა კი თიბისის მხარდაჭერით ააშენეს და აღჭურვეს უმაღლესი ხარისხის დანადგარებით.
"სტამბაში სტაბილურად 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა "ცხელ თვეებში", როცა დიდი რაოდენობით შეკვეთები გვაქვს მოსასწრები, დაახლოებით 15 ადამიანს ვამატებთ. გამომცემლობაში 15 დასაქმებულია. მოთხოვნა სასკოლო სახელმძღვანელოებზე საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი წიგნის ბეჭდვა შევძლოთ, ამიტომ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დანადგარების რაოდენობა და შესაბამისად, სიმძლავრეც, რაშიც, რა თქმა უნდა, ისევ თიბისის მხარდაჭერის იმედი გვაქვს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები