საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებასა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით თბილისის ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება. პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. მისი ინვესტიცია კი 1 000 000 დოლარია.
სასტუმროს სრული ფართობი 1500 კვ.მ.-ია, რომელიც ორ A და B ბლოკებად არის განთავსებული. სასტუმრო მოიცავს 15 თანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვილ ინდივიდუალურ აპარტამენტს. პროექტს გამოარჩევს ინტერიერის თანამედროვე დიზაინი და გამწვანებული, მყუდრო ეზო. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აშენებულია ენერგოეფექტური მასალებით.
"ადგილმდებარეობა, სადაც სასტუმროა განთავსებული საინტერესო ისტორიის მატარებელია. ძველი ცნობების მიხედვით, ნინო ჩხეიძის ქუჩა უძველესი დროიდან 1824 წლამდე სამეფო ქალაქის პირა დასახლება იყო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თიხის ნივთებს აწარმოებდნენ. აღნიშნულ ისტორიულ კვლევებს ეფუძნება როგორც სასტუმროს კონცეფცია, ასევე ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნიკალური დეტალები. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმარს შევუქმნათ მყუდრო გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. მოხარულნი ვართ რომ პროექტის განხორციელების პროცესში გვერდში გვყავს სანდო პარტნიორი საქართველოს ბანკის სახით. მათი თანადგომისა და დახმარების გარეშე რთული იქნებოდა პროექტი სწორედ ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩავიფიქრეთ და ამასთან, მშენებლობის ვადებიც ზედმიწევნით დაგვეცვა. მოუთმენლად ველით სტუმრებთან შეხვედრას, ამისთვის კი განვაგრძობთ აქტიურ რეჟიმში მუშაობას", — განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, კომპანიის დირექტორმა.
"ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ საკუთარ საქმიანობაში, რათა წამოიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი. ამჯერად ბანკისა და კერძო კომპანიის წარმატებული პარტნიორობით ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და ოქტომბერში სასტუმრო უკვე მიიღებს პირველ სტუმარს. აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე, დარწმუნებულები ვართ რომ სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში", — განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები