5 რამ, რაც საკუთარ მანქანაში აუცილებლად უნდა გეგულებოდეს
ფოტო: Atom Saengkham / Dribbble
თუკი უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარი ავტომობილი გყავს, უთუოდ გეცოდინება, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს. პასუხისმგებელი ხარ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რომ სრულად გამართული ავტომობილი მართო და უსაფრთხოდ იმგზავრო, ასევე — სხვა ავტომობილების მფლობელებთან, რომლებიც გზებზე შენთან ერთად გადაადგილდებიან.
თუმცა, თუ სულ ეს-ესაა, რაც შენი პირველი მანქანა შეიძინე და კეთილისმსურველების რჩევებს აგროვებ, შენ გვერდით გვიგულე. ამჯერად, გირჩევთ, რა უნდა გქონდეს ავტომობილში აუცილებლად. მნიშვნელობა არ აქვს, ახლომახლო მიდიხარ სადმე თუ ქალაქგარეთ აპირებ გამგზავრებას — როცა სახლიდან მანქანით ხარ გასული, ავტომობილი შენს დროებით საბინადროდ იქცევა და საჭიროა, მასში ისევე კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნო თავი, როგორც შინ.
1. პირველადი დახმარების ნაკრები
ფოტო: WhichCar
რამდენად გამართულიც უნდა იყოს ავტომობილი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ ვართ. ამდენად, საჭიროა, მანქანაში მის შესაკეთებლად საჭირო საბაზისო ნივთები გეგულებოდეს.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გქონდეს თან საბურავის დასაბერი, სათადარიგო საბურავი, ამწე (იგივე დომკრატი) და ქანჩი. კარგი იქნება, წინასწარ პატარა მომზადებასაც თუ გაივლი გამოცდილ ადამიანთან და ისწავლი, როგორ გამოცვალო საბურავი საჭიროების შემთხვევაში. მერე კი სათანადო ხელთათმანების შეძენასაც ნუ დაივიწყებ.
ასევე არ დაგავიწყდეს, ავტომობილის საბარგულში ჩადო ბუქსირის თოკი, დასაქოქი კაბელი, დამატებითი ბატარეა და საავარიო შუქამრეკლი სამკუთხედი. რასაკვირველია, ყოველი შემთხვევისთვის, თან უნდა გქონდეს ცეცხლმაქრიც.
2. პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი
ფოტო: Mat Napo / Unsplash
ისევე როგორც მანქანას, პირველადი და გადაუდებელი დახმარება, შესაძლოა, ადამიანსაც დასჭირდეს. თუმცა, ავტომობილისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში წუთები ან წამებიც კი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, აფთიაქი კი ახლომახლო არ იყოს. ასე რომ, ყოველი მგზავრობის წინ დარწმუნდი, რომ მანქანაში სრულად აღჭურვილი სამედიცინო დახმარების ყუთი გეგულება.
სასურველია, გაიარო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსიც, სადაც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით გასწავლიან, როგორ აღმოუჩინო ადამიანს საჭირო დახმარება სასწრაფოს მოსვლამდე.
3. საბუთები
ფოტო: CDC / Unsplash
ალბათ გაგეცინა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება აღმოაჩინო, რომ საჭირო საბუთი თან არ გაქვს. საბუთი კი მრავალგვარია და ბევრი სხვადასხვა მიზეზითაც შეიძლება დაგჭირდეს — მაინც რა უნდა იქონიო თან?
პირველ რიგში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მასთან ერთად კი, მართვის მოწმობა, ავტომობილის სარეგისტრაციო საბუთი (ტექპასპორტი) და მანქანის დაზღვევის პოლისი. დარწმუნდი იმაშიც, რომ ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების ვადას არ გადააცილე.
4. საწმენდი საშუალებები
ფოტო: Getty Images
დასაწყისშივე ვთქვით, სახლიდან მანქანით გასულისთვის ავტომობილი დროებითი ბინააო. ჰოდა, როგორც ნამდვილ ბინას სჭირდება წესრიგში ყოფნა, ზუსტად ასევეა აუცილებელი, ავტომობილის სალონში სისუფთავე იყოს. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გქონდეს შესაბამისი სათავსოები, რომ ყველაფერი თავის ადგილას დააბინაო. თუმცა, ვაითუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, სველი ხელსახოცები, სუფთა ჩვარი და წყლის სავსე ბოთლიც აუცილებლად იქონიე თან.
5. სასმელი წყალი, სამოსი და სხვა დანარჩენი
ფოტო: Getty Images
მანქანით მგზავრობისას მხოლოდ მის სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე როდი უნდა ვიფიქროთ — საჭიროა, ჩვენი ყველა საჭიროებაც მივიღოთ მხედველობაში და მოსალოდნელი რისკებიც გავთვალოთ.
ნებისმიერი შემთხვევისთვის, აუცილებელია, თან გვქონდეს სასმელი წყალი — რაოდენობა დამოკიდებულია მგზავრობის ხანგრძლივობასა და მარშრუტზე.
შორს გამგზავრებამდე ასევე გაითვალისწინე, რომ შენი ტელეფონის ბატარეა ბოლომდე დამუხტული იყოს (სასურველია, წაიყოლო "ფაუერ ბენქიც") და წვდომა გქონდეს მობილურ ინტერნეტზე ან სატელეფონო კავშირზე. ცხადია, გააჩნია, სად და წლის რომელ სეზონზე მიდიხარ, მაგრამ მანქანაში ერთი პლედი ან ღუნღულა თბილი სამოსიც არასდროსაა ზედმეტი.
ამ ყველაფრის მიუხედავად — რაც უნდა გათვლილი გქონდეს მგზავრობის ყოველი რისკი — გზადაგზა უსიამოვნო მოულოდნელობებს მაინც შეიძლება გადააწყდე. სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები