გაიცანი თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამის კურსდამთავრებულები
ფოტო: თიბისი
თიბისი მოსწავლეებს, მთელი საქართველოდან, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულების გაცნობით და სასწავლო კურსებს. მოსწავლეები შეისწავლიან ტექნოლოგიების საფუძვლებს, ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას. პროგრამები ასევე ითვალისწინებს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს.
პროგრამის პირველი ეტაპი მაისში დაიწყო და ზაფხულის კურსები 600-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ გაიარა. სექტემბრიდან, თიბისი მოსწავლეებს, ახალი მიმართულების, გაცილებით მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, ინტერნეტი, კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.
აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
გაიცანით მოსწავლეთა ნაწილი, რომლებმაც თიბისის კურსები წარმატებით გაიარეს:
"დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი კომპიუტერული ტექნოლოგიებით და გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა პროგრამული ენა. სწორედ თიბისის კოდის წერის კურსის დახმარებით გაღრმავდა ჩემი მანამდე შეძენილი ცოდნა, რამაც მომცა უფრო დიდი მოტივაცია და სურვილი იმისა, რომ ვიყო ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე", — ანდრია ხიდეშელი, რუსთავიდან.
"სამომავლო პროფესიად ვაპირებ, რომ კომპიუტერული მეცნიერება ავირჩიო. თიბისის კურსებმა მომცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი ამ სფეროში გამომეცადა. მიღებული ცოდნით უკვე შემიძლია მარტივი ვებგვერდების აწყობა. ლექტორების გუნდი ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი, შრომისმოყვარე და მეგობრულია, რაც კურსს კიდევ უფრო საინტერესოსა და ხარისხიანს ხდის", — მარიამ სულუაშვილი, ფოთიდან.
"თიბისის საგანმანათლებლო კურსებზე ვებდიზაინში ცოდნის გასაღრმავებლად დავრეგისტრირდი. კურსები კარგად იყო სტრუქტურირებული და თემების ფართო სპექტრს მოიცავდა, პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა საშუალება მომცა, გამომეყენებინა ნასწავლი და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. აუცილებლად ვურჩევდი ჩემს მეგობრებს, რომ სექტემბრიდან დარეგისტრირდნენ ამ პროგრამებზე", — საბა გიორგაძე, ბოლნისიდან.
"უკვე წლებია, რაც ეს სფერო მიტაცებს. დიდხანს ველოდებოდი შესაძლებლობას, რომელიც უფრო დამაახლოებდა საოცნებო გარემოსთან და განმავითარებდა სასურველი კუთხით. თიბისის ეს კურსები საწყისი ფუნდამენტი იყო ჩემი მომავალი პროფესიისა. ყველა, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, აუცილებლად უნდა გახდეს ამ თბილი, ინფორმაციული და ნაყოფიერი გარემოს თანამონაწილე", — ლიზა ტარიელაძე, შუახევი, სოფელი ხიჭაური.
"კურსზე დარეგისტრირების მიზანი ჩატბოტების შესახებ ცოდნის გაღრმავება და საკუთარ თავში ახალი ინტერესების აღმოჩენა იყო. მინდა, მიღებული ცოდნა სკოლის განვითარებას მოვახმარო და ისეთი ჩატბოტი შევქმნა, რომელიც სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს კურსები არის შესაძლებლობა, რომელიც ფართოდ ხსნის კარს ახალი თაობისთვის აქტუალურ და საჭირო თემებზე ცოდნის მისაღებად", — ალექსანდრე ონიანი, ბათუმიდან.
"დიდი ხანია, კომპიუტერული პროგრამების შესწავლით ვარ დაინტერესებული და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. საკმაოდ მრავალფუნქციურმა ტრენინგებმა, გამოცდილმა ლექტორებმა და მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა, გადამეწყვიტა, თუ რა განხრას ავირჩევდი ტექნოლოგიური სფეროდან. კურსებზე მიღებული ცოდნა დასაქმების მეტ პერსპექტივას და უფრო ფართო შესაძლებლობას მაძლევს", — ელენე ულუმბელაშვილი, ხაშურიდან.
"კურსიდან სხვადასხვა ტიპის გამოცდილება მივიღე. გავიაზრე, როგორ და რაზე დაფუძნებით მოქმედებს კომპიუტერული თამაშები და გავეცანი კოდირებას. განვივითარე სხვადასხვა უნარი, მოძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების. კეთილგანწყობილი ლექტორის დახმარებით კი ამ ყველაფრის რეალიზაცია გაცილებით გამიმარტივდა", — ბასილ ლობჟანიძე, თბილისიდან.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
სექტემბრიდან განახლებულ, უფრო მრავალფეროვან კურსებზე დასარეგისტრირებლად და სიახლეების გასაცნობად თვალი ადევნეთ ვებგვერდს: www.tbceducation.ge
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები