TKESHI — მაზდა ცენტრი თეგეტა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
TKESHI — ამ სახელწოდების აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი კოჯრის ტყეში ჩატარდა და ათობით ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლა. ფესტივალის წლევანდელი თემა იაპონური კულტურა იყო და მისი მხარდამჭერი იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა, მაზდა ცენტრი თეგეტა. ფესტივალის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მისი ბუნებრივ გარემოსთან მორგებაა.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
მაზდა ცენტრი თეგეტა უკვე მეორე წელია, TKESHI-ს სპონსორია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, ასევე იაპონური კულტურის პოპულარიზება საქართველოში. სწორედ ამიტომ, მაზდა ცენტრი თეგეტამ ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის ბონსაის — მინიატიურული ხეების იაპონური ხელოვნების ვორქშოპი მოაწყო. მასტერკლასს ბონსაის ცნობილი სპეციალისტი საქართველოში, ნიკოლოზ მესხი უძღვებოდა.
"TKESHI არ არის უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებათა სერია, რომელიც ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ხელოვნებაში.
ჩვენ გასულ წელსაც ვიყავით ფესტივალის სპონსორები, თუმცა წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთეთ, რადგან წლევანდელი თემატიკა იაპონური კულტურაა და ეს ფესტივალიც იაპონელი არტისტების წარმოდგენით გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების წახალისება აუცილებელია, ამას გარდა, მოგვწონს ქართული და იაპონური კულტურის შერწყმის იდეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა, მოვუსმინოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, ვნახოთ ორიგინალური ნამუშევრები და დავესწროთ საგანმანათლებლო მასტერკლასებს", — აღნიშნავს ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას ბრენდ დირექტორი.
მასტერკლასის გარდა, მაზდა ფესტივალზე საკუთარი კუთხითაც იყო წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ცნობილი ლოგოს მოძრავი ვერსია დამონტაჟდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვინტაჟური ავტომობილი, Mazda Miata MX 5 დაეთვალიერებინათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი TKESHI 15-იდან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები