რუსული კრუიზის საწინააღმდეგო პროტესტისას დაკავებულები პოლიციელთა ძალადობაზე ჰყვებიან
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
რას ჰყვებიან დაკავებულები: პარტია დროს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენრი დოლიძე იხსენებს, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც აფხაზეთიდან დევნილსა და ომის ვეტერანს გამოესარჩლა.
- მისი თქმით, მაშინ, როცა რამდენიმე პოლიციელი ვეტერანის დაკავებას ცდილობდა, მოუწოდა მათ, რომ ეს არ გაეკეთებინათ.
- "ხალხი ამაზე აღელდა, ხალხმა ის გამოგლიჯა გდდ-ს და შევრჩი მე ხელში. დამიჭირეს და გინება-გინებით შემათრიეს კორდონის შიგნით, დამადეს ხელბორკილები, დამაწვინეს ქვაფენილზე, შემდგნენ ფეხებით, დამაწყვეს თავზე ფეხი", — ამბობს ის ფორმულასთან.
- დოლიძის თქმით, ამ დროს მასთან ერთი ადამიანი მივიდა, თუმცა ვერ ხედავდა მის სახეს, რადგან "თავზე გდდ-ს წარმომადგენლის ფეხი ედო".
- "როდესაც თავი ამიწიეს, დარწმუნდა ჩემს ვინაობაში, ეს იყო ირაკლი დგებუაძე, მან დედა შემაგინა და თვალის არეში მომიქნია წიხლი, მომარტყა, რაც დაადასტურა იზოლატორის ექიმმაც და მალე ექსპერტიზაზე გადამიყვანს გამომძიებელი, რომელიც იძიებს ჩემს მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეს", — თქვა დოლიძემ.
კიდევ ერთი აქტივისტი, ილია ანთაძე ამბობს, რომ მისმა ქმედებამ პოლიციის ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა 80 წლის კაცს გამოესარჩლა — მისი თქმით, კაცს 8-დან 10-მდე პოლიციელი უსწორდებოდა.
- "მოვუწოდე მათ, რომ ასეთი ხნიერი ადამიანისთვის მსგავსი ქმედება არ გაეკეთებინათ, თუმცა ამ დროს უკნიდან მომეპარა პოლიციელი, რომელმაც პოლიციელებში შემაგდო და მოხდა ჩემი დაკავება. და დღეს გამოცხადებული პოლიციელი სასამართლოზე, მინდა, გითხრათ, რომ გუშინ საერთოდ არ მქონდა ნანახი, რომელმაც თითქოს ჩემი დაკავების ოქმი ჩაიბარა", — ამბობს ის ფორმულასთან.
- პოლიციელთა ქმედებებზე საუბრობს აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე. ჰყვება, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი უკიდურესად აგრესიული იყო, შემდეგ კი ისეთ ადგილას წაიყვანეს, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ.
- "იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს ვიდეო დაკავების და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო".
- უკრაინის მოქალაქის თქმით, წაართვეს უკრაინის დროშა, რომელიც შემოხვეული ჰქონდა.
- "შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს".
ბათუმში აქცია 31 ივლისს რუსი პროპაგანდისტებითა და ომის მხარდამჭერებით დატვირთული გემის ნავსადგურში შემოსვლას მოჰყვა.
- პოლიციამ 23 პირი დააკავა — ადგილზე ჩანდა, რომ პოლიციელები პროტესტის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ, ხოლო რუს მგზავრებს, როგორც პორტის ტერიტორიაზე, ასევე, გემს შიგნითაც, გამალებით იცავდნენ.
- არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებდნენ, კონსტიტუციის ფარგლებში ემოქმედათ.
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, პირველ აგვისტოს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
-
საგამოძიებოს განცხადებით, ამას საფუძვლად სახალხო დამცველის აპარატიდან და შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები