ძალიან მოგვენატრები — ეიფორიის ქასთი ანგუს კლაუდის გარდაცვალებაზე
ეიფორიის ვარსკვლავი ანგუს კლაუდი, რომელიც სერიალში ფეზკოს როლს თამაშობდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სერიალის რეჟისორი და მსახიობები გამოეხმაურნენ, მათ შორის, ზენდეია, ალექსა დემი, სიდნი სვინი, ბარბი ფერეირა და სხვები.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ განცხადება მისმა ოჯახმა გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ანგუსს 1 კვირის წინ მამა გარდაეცვალა, რაც მსახიობისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ზენდეია, რომელიც სერიალში ფეზკოს საუკეთესო მეგობრის როლს ასრულებს, ანგუსს სოციალური ქსელით გამოემშვიდობა და მის ოჯახს უთანაგრძნო.
"სიტყვები ვერ გადმოსცემს ანგუსის უსასრულო სილამაზეს. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ სიცოცხლეში მომეცა შანსი, ის გამეცნო, მისთვის ძმა დამეძახა, მენახა მისი თბილი, კეთილი თვალები და ნათელი ღიმილი და მისი გადამდები სიცილისთვის მომესმინა (ამის გახსენებაზე ახლაც მეღიმება).
ვიცი, რომ ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ფრაზას, რათა აღწერონ ადამიანი, რომელიც უყვართ — "ნებისმიერი ოთახის განათება შეეძლო, რომელშიც შევიდოდა", მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ანგუსს ეს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა. მინდა, ის ასე მახსოვდეს. იმ უსაზღვრო სინათლის, სიყვარულისა და სიხარულისთვის, რომელსაც ყოველთვის გვაძლევდა, ყოველი წამი მემახსოვრება.
ჩემი გული ამ რთულ დროს მის დედასთან და ოჯახთანაა. გთხოვთ, კეთილები და მომთმენები იყავით, რადგან მწუხარებას ყველა განსხვავებულად გამოხატავს", — წერს ზენდეია.
მსახიობი სიდნი სვინი ინსტაგრამზე ანგუსთან ერთად ფოტოების სერიას აქვეყნებს და ამბობს, რომ სიტყვების პოვნა უჭირს.
"ანგუს, შენ ყველაზე კეთილი გული გქონდა და ყველა ოთახს სიცილით ავსებდი. ეს ყველაზე ძნელი რამეა, რაც კი ოდესმე დამიპოსტავს და სიტყვების პოვნა მიჭირს. იმაზე მეტად მოგვენატრები, ვიდრე იფიქრებდი, მაგრამ ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ცხოვრებაში შენი გაცნობის საშუალება მქონდა.
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი შეგხვედრია, იმავეს იტყვის. ეს გულისტკივილი რეალურია. ნეტავ, კიდევ ერთხელ შემძლებოდა, ჩაგხუტებოდი. მთელ ჩემს სიყვარულს გიგზავნი", — წერს სიდნი.
მსახიობი ჯავონ უოლტონი, რომელიც სერიალში ფეზკოს უმცროსი ძმის როლს ასრულებდა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს წარწერით "სამუდამო ოჯახი".
ფოტო: Javon Walton / Instagram
მსახიობის გარდაცვალებას HBO-ც გამოეხმაურა:
"ძალიან დამწუხრებული ვართ ანგუს კლაუდის გარდაცვალებით. ის HBO-ს და ეიფორიის ოჯახის ძვირფასი წევრი და განუზომლად ნიჭიერი ადამიანი იყო. ამ რთულ დროს მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მწუხარებას ვიზიარებთ".
ანგუსი ეიფორიაში ნარკოტიკებით მოვაჭრე ფეზკოს როლს ასრულებდა, რომლითაც მაყურებელს თავი ძალიან მალე შეაყვარა. აღსანიშნავია, რომ ანგუსი კასტინგის აგენტმა ქუჩაში შენიშნა — სწორედ ასე აღმოჩნდა ის თანამედროვეობის ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში.
კლაუდი ბოლო ინტერვიუებში მომავალ პროექტებზე აღფრთოვანებით საუბრობდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ ჰოლივუდურ წარმატებაზე მეტად გარკვეული დროის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნება უნდოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები