"ახალგაზრდობას გზიდან აცდენს" — ავღანეთში თალიბანმა მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვა
ფოტო: Afghanistan's Ministry for the Propagation of Virtue and the Prevention of Vice / AFP
თალიბანმა ავღანეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ჰერათში მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვა. მომხდარის შესახებ სამთავრობო მედია Bakhtar იუწყება.
ზნეობის პოპულარიზაციისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს წარმომადგენელი ჰერათის რეგიონში, შეიხ აზიზ ალ-რაჰმან ალ-მუჰაჯირი, ამბობს, რომ მუსიკა "ახალგაზრდობას გზიდან აცდენს და საზოგადოებას ღუპავს". იგი მუსიკას მიაწერს ადამიანების გარყვნასაც.
ინფორმაციასთან ერთად, ინტერნეტში გავრცელდა მუსიკალური ინსტრუმენტების დაწვის ამსახველი ფოტომასალაც.
ფოტო: Afghanistan's Ministry for the Propagation of Virtue and the Prevention of Vice / AFP
აღსანიშნავია, რომ თალიბანმა არარელიგიური მუსიკა წინათაც აკრძალა, როცა 1990-იან წლებში ქვეყანას მართავდა.
ამის მიუხედავად, ავღანეთს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური ტრადიცია აქვს, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მიმართულებებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანმა ძალაუფლება ისევ იგდო ხელთ, მუსიკის ეროვნულ ინსტიტუტში არც მასწავლებლები და არც სტუდენტები აღარ დაბრუნებულან. არაერთმა მუსიკოსმა ქვეყანაც დატოვა.
თალიბანის ძალაუფლებამ კი ავღანეთში მხოლოდ მუსიკოსების ყოველდღიურობა როდი შეცვალა. ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობამ, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად თვლის, 2021 წლიდან დღემდე არაერთი დისკრიმინაციული ზომა მიიღო, დიდწილად, ქალების წინააღმდეგ. გასულ წელს მათ ავღანელ ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალეს, მოგვიანებით შეუზღუდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლებაც. ამასთან, ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების უფლება, ხოლო გრძელ გზაზე "მეურვე კაცის" გარეშე გადაადგილება საერთოდ ეკრძალებათ. რამდენიმე კვირის წინ თალიბანის ბრძანებით ქვეყანაში სილამაზის სალონებიც დაიხურა.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები