Feel the PAWer of love — Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგი იყო
ფოტო: თეგეტა
Feel the PAWer of love in Zugdidi — ორგანიზაცია Animal Project-მა ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ სახელწოდებით სახალისო, ინტერაქციული და ინფორმაციული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართა. ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომპანიონი ცხოველების შესახებ. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების, სტერილიზაცია/კასტრაციის, ასევე ყიდვის ნაცვლად ცხოველების ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგი იყო.
"საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სახით ძალიან მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მისი მოგვარება კი საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვან ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესები და რეგულაციები და სახელმწიფოს ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვონ. ზუგდიდში გამართული ღონისძიება სწორედ საზოგადოების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა ცხოვრობდნენ, ამისათვის კი ჩვენი ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის დამფუძნებელი.
თეგეტა ჰოლდინგის მონაწილეობით, ღონისძიებისთვის დამზადდა და საბავშვო კუთხეში განთავსდა მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებიც გამოფენის მცირეწლოვანმა სტუმრებმა ფერადი საღებავებითა და პულივიზატორებით მოხატეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის ზუგდიდში დაიდგა.
"თეგეტასთვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ Animal Project-თან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მხარში დავუდგეთ იმ ხალხს, ვინც კარგად იციან ცხოველების საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ზუგდიდში გამართული ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თეგეტას ჩართულობით, თბილისის შემდეგ, ცხოველებისთვის სახლები უკვე ზუგდიდშიც განთავსდა", — აღნიშნავს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
Feel the PAWer of love in Zugdidi რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: მეტისების არაჩვეულებრივ გამოფენას, ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენას, ბროშურების გავრცელებას, საბავშვო და გასტრონომიულ კუთხეებს, ლეკვების კუთხეს, საიდანაც სამი მიუსაფარი ლეკვი გაჩუქდა. მოეწყო ზუგდიდის რეგიონის მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა, რომლისგან შემოსული თანხაც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენას მოხმარდება.
ზუგდიდში გამართული ღონისძიება რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილია, რომელსაც Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები