რა ხდება სტიქიის ზონაში — ბოლო ცნობები
ფოტო: მთის ამბები
მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სასტუმრო სანსეტი შოვში მცხოვრები მოქალაქეები ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებდნენ და მედიასთან იქ არსებულ ვითარებაზე ჰყვებოდნენ.
- ამბობდნენ, რომ ყველა მხრიდან არიან შემოსაზღვრული, გასასვლელი არ არის და სამაშველო ვერტმფრენის არმისვლის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდნენ.
- უცნობი იყო იმ სხვა პირების ბედი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სტიქიის ადგილას.
- ვერტმფრენი ამ შეტყობინებებიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა. ამის შესახებ შსს-მა განცხადება გამოაქვეყნა.
- მიუხედავად ამისა, გამოცემა მთის ამბებს 20 წუთის შემდეგ სწერდნენ, რომ მათთან დასახმარებლად ჯერ კიდევ არავინ იყო მისული.
- მოგვიანებით, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო და მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
- ადგილზე სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით დაბნელებისთანავე შეწყდა და მაშველები ისე აგრძელებდნენ სამძებრო სამუშაოებს.
- გუშინდელი ოფიციალური ცნობების თანახმად, კონტაქტზე არ გამოდიოდა 50 ადამიანი, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ 6 მათგანთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რას ამბობენ ვერტმფრენებზე: გუშინ ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ინფორმაცია სტიქიის შესახებ 15 საათსა და 10 წუთზე მიიღეს, რის შემდეგაც "დაუყოვნებვლივ დაიგეგმა ვერტფრენების ჩართულობა".
- "მოგეხსენებათ, რომ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, გარდა ამისა, ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი".
- როგორც მან განაცხადა, ასეთ რთულ ხეობაში, "რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა" მუშობა.
- "იმაზე მეტ საქმეს, რასც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, კიდევ და კიდევ, გამომდინარე რთული რელიეფიდან".
- ვერტმფენების თემაზე ჰკითხეს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც. მან მედიას მოუწოდა, "ნუ შეეცდებიან რაღაც მიზეზების მოძებნას, როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა".
- როგორც მან თქვა, ვერტმფრენს აქვს შესაბამისი სამობილიზიაო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში პირველი ვერტმფრენი ადგილზე იყო.
- "შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2 წუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. გარდა ამისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცამ დაიგვიანა, ზედმეტია", — ამბობს ის.
უკვე დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ დილის 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებები კვლავ 2 ვერტმფრენით განაახლეს — მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
- ამასთან, მათივე ცნობით, სამაშველო სამუშოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
- უწყებაში თქვეს, რომ სტიქიის ზონიდან ამ დრომდე უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 140 ადამიანი.
- ცოტა ხნის წინ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა მედიასთან განაცხადა, რომ ჯამში მათი რიცხვი 210-ია.
- ცოტა ხნის წინ, ასევე, ოფიციალურად დადასტურდა, რომ კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
კიდევ რა ვიცით ამ დრომდე შსს-ში ამბობენ, რომ ადგილობრივ მერიაში შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელთანაც მუდმივ კავშირზეა სტიქიის წონაში მოწყობილი საველე შტაბი და ადგილზე გეოლოგებიც მუშაობენ.
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ეპიცენტრში იყვნენ შესული, გარდა რამდენიმე ლოკაციისა და მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან გრძელდება ძებნა.
- "სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ მივედი, იმიტომ, რომ ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები".
მოქალაქეები ოჯახის წევრებს ეძებენ. ქალი აცხადებს, რომ ვერ ეკონტაქტება შვილსა და 3 შვილიშვილს, რომლებიც შოვში დასასვენებლად იყვნენ ჩასული.
- გარდა ამისა, გუშინ კიდევ ერთი მოქალაქე საუბრობდა იმაზე, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს.
- კიდევ ერთი მოქალაქე ოჯახის 9 წევრთან ვერ ახერხებს კონტაქტს. შ
- ქარსელაძე ამბობს, რომ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
- მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები