თემურ მღებრიშვილი

6 Aug. 2023, 18:02

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოვებთ პერიმეტრს. 

შეუძლებელია მსგავსი განცხადების და პროგნოზების გაკეთება, რამდენ ხანში შევძლებთ დაკარგული ადამიანების, ცხედრები იქნება თუ ცოცხლად მონახვა. 

დღეში რამდენჯერმე ვაკეთებთ ანალიზს. თითოეული აღმოჩენილი ცხედარის ადგილი, აღმოჩენილი ავტომანქანის თუ სხვა რაიმე ისეთი ფრაგმენტიდან გამომდინარე, ვახდენთ ამის იდენტიფიცირებას, ვახდენთ რუქაზე დატანას. შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე იგეგმება შემდეგი სტრატეგია თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად მუშაობა. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც რა თქმა უნდა, გამოიჩინეს ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გამოთქვეს სურვილი, რომ ჩაერთონ მოხალისედ — მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონით სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მსგავს სიტუაციებზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ, აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი, სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეებმა, რომ შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცვლელი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…