სალომე ზურაბიშვილი

7 Aug. 2023, 19:26

ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. ისინი, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათთვის ლოცვა, რომ შეიძლება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ამავდროულად, 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის. გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომელთაგან ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება თანხვედრა არ არის ბოლომდე.

ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.

ისეთი განცხადებები ისმის, თუ დაწერილია სოციალურ ქსელში, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა ის დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს, არა ერთმანეთს.

განაცხადა ომის მე-15 წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მყოფმა პრეზიდენტმა. მმართველი გუნდის და მთავრობის წევრები დღეს სასაფლაოზე არ გასულან. ტრადიციულად, ისინი 8 აგვისტოს გეგმავენ ომის წლისთავზე საუბარს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…