სექტემბრიდან Yandex-ის ქართველი მომხმარებლების პირად მონაცემებზე FSB-ს მუდმივი წვდომა ექნება — რა ვიცით
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს პირველი სექტემბრიდან მუდმივი და სრული წვდომა ექნება Yandex-ის მგზავრებზე ქვეყნის გარეთაც, მათ შორის, საქართველოშიც.
- შესაბამის განკარგულებას რუსეთის შსს მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
- Yandex-ის შემადგებლობაში შემავალი ორი კომპანია — Yango da Yandex Go ოცზე მეტ ქვეყანაშია.
- ჩამონათქვალია ისრაელი, ნორვეგია, ფინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა, საქართველოში კი Yandex Go-სახელითაა წარმოდგენილ
- დამოუკიდებელი რუსული გამოცემა მედუზას თანახმად, კომპანია შეგროვებულ მონაცემებს ევროპული მარეგულირებლის აკრძალვის უგულებელყოფით, რუსეთში ინახავს.
რაზე აქვთ წვდომა: შეიძლება არ იცი, თუმცა Yandex Go-ზე რეგისტრაციისას, რუსეთს ისედაც მიეწოდება შენი პერსონალური ინფორმაცია და ეს მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიც აქვთ მითითებული.
- კომპანიამ საიტებითა და სევისებით სარგებლობის დროს, შეიძლება შეაგროვოს პერსონალური ინფორმაცია შემდეგი კატეგორიებით:
- პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აწვდით ექაუნთის შექმნის დროს — სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ასაკი.
- ელექტრონული მონაცემები — HTTP სათაურები, IP მისამართები, Cookie ფაილები, პიქსელური თეგები, მონაცემები ბრაიზერის იდენტიფიკატორის შესახებ, ინფორმაცია აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
- ინფორმაცია აქტიურობის შესახებ საიტებითა და სერვისებით სარგებლობისას, მაგალითად, ძიების ისტორია, ელფოსტის მისამართები, ვისთანაც მიმოწერა გაქვთ, ელფოსტის შინაარსი და დართული ფაილები.
- ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ და სხვა.
უფრო ვრცლად: ასევე, ვკითხულობთ, რომ იანდექსი იყენებს cookie ფაილებსა და ვებ-ნიშნულებს პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად და ასეთი პირადი ინფორმაციის მომხმარებლის მოწყობილობასთან და ვებ-ბრაუზერთან მისაბმელად.
- "Yandex-ი მიზანსწრაფულად არ აგროვებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (რომელიც დაკავშირებულია რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ბიომეტრიკულ მონაცემებს), გარდა ცალკეული სერვისების სამომხმარებლო შეთანხმებით გათვალისწიმებული გამონაკლისი შემთხვევებისა", — ნათქვამია საიტზე.
- კონფიდენციალობის პოლიტიკის თანახმად, კომპანიას არ ჰქონდა უფლება დაემუშავებინა პერსონალური ინფორმაცია საკმარისი კანონიერი საფუძვლის გარეშე.
- აქვე ვკითხულობთ, ვის შეუძლია გადასცეს კომპანიამ შეგროვებული მონაცემები და ნათქვამია, რომ ეს შეიძლება იყოს კოპმანიის დასაქმებული, ასევე, მესამე სარეკლამო პირი და მათთან ერთად რუსეთის სახელმწიფო უწყებები.
- "ნებისმიერ ნაციონალურ და/ან საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოს, სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, სხვა ოფიციალურ და სახელმწიფო ორგანოებს, რომლების წინაშეც Yandex-ი ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში".
- კომპანია, ასევე, აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემებს იმდენი ხანი ინახავენ, "რამდენიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ის იყო შეგროვებული, ან კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დასაცავად".
კომპანიამ მედუზას უთხრა, რომ მონაცემთა მრავალი დაშიფრული ასლი სხვადასხვა ცენტრში ინახება.
- ამასთან მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა ხორციელდება მხოლოდ გეოგრაფიულ საფუძველზე — ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
- ასევე, ირწმუნებიან, რომ მგზავრობის შესახებ მონაცემების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სადაც ეს მგზავრობა განხორციელდა.
- "პირველი სექტემბრის შემდეგ ეს ლოგიკა არ შეიცვლება", — დასძინეს მათ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ Yandex Go-ს მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.
- "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები