ლაშა ბუღაძე

10 Aug. 2023, 16:16

მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის სული... ქართულმა ოცნებამ ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე ოცნება იქნება ხელისუფლებაში — ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება. თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას... 

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!

ასე ეხმაურება მწერალი, ლაშა ბუღაძე მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. ქეთევან დუმბაძე ქართული ოცნების დეპუტატია. როგორც კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, მას 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…