"ჩემი სოლიდარობა ნატა ლომოურს" — არჩილ ქიქოძე მწერალთა სახლში ცვლილებებზე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე მწერალთა სახლში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დანიშნა. ქიქოძემ კი ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა ლომოურს, სოლიდარობა ფეისბუქზე გამოუცხადა.
"ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს", — წერს ქიქოძე, — "ამ შენობის კარი არც ნატაშას მისვლამდე გამიღია და არც მაშინ გავაღებ, თუკი იქ საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების ნაცვლად კოლექტიური სოსო ჭუმბურიძე დამხვდება".
აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნულმა დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ "რუსული კანონის" განხილვისას კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს "ტექნიკური ხარვეზი" იყო და გადაწყვეტილება "გუნდის სასარგებლოდ" მიიღო.
- "დაბრუნდება საქ სსრ მწერალთა კავშირის სული" — ბუღაძე ქეთევან დუმბაძის დირექტორად დანიშვნაზე
- "რატომ მოჰყვა პროტესტი?" — ქეთევან დუმბაძე
კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნულმა ანტიდასავლურმა პარტიამ რამდენიმე თვის წინ მოამზადა, "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნას მოითხოვდა. მსგავსი კანონი რუსეთში მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მისი ინიციირება არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო და მხოლოდ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ჩააგდო.
რა ხდება მწერალთა სახლში
ფოტო: Heinrich-Böll-Stiftung
მას შემდეგ, რაც 2021 წლის გაზაფხულზე თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის, კინოცენტრსა და ეროვნულ მუზეუმში, მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. რეპრესიებად შეფასებული პროცესის შედეგად დათხოვნილმა არაერთმა თანამშრომელმა მოგვიანებით სასამართლო დავა მოიგო.
- ყველაფერი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასა და პროტესტზე — მოკლედ
- გათავისუფლება, ჩამოლაბორანტება, ცენზურა — წულუკიანის კულტურა
რაც შეეხება მწერალთა სახლს — ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როცა კონკურსში ლიტერა თავისი წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე ჟიურის წევრად დანიშნა. მაშინ სამინისტროს ჟიურის წევრის უკან გაწვევა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერას მონაწილეების ნაწილმა სთხოვა, თუმცა, ჭუმბურიძე ჟიურიში დარჩა. საბოლოოდ, ჟიური მის გარდა ყველა წევრმა დატოვა, ლიტერა 2021 კი გაუქმდა. მოგვიანებით, მინისტრმა წულუკიანმა, განაცხადა, რომ "პრემია [ლიტერას], რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს", მის ნაცვლად კი ლიტერატურული კონკურსი წლის საუკეთესო დაფუძნდა. სხვათა შორის, ამ პრემიის შექმნის ინიციატორიც ქეთევან დუმბაძე გახლდათ.
რამდენიმე დღის წინ კი, ნატა ლომოურს, რომელიც მწერალთა სახლს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, სამინისტროდან წერილობით აცნობდეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა. ლომოურის თქმით, უწყებას მან წერილობითვე მიმართა, რომ უფლებამოსილების გაგრძელებით იყო დაინტერესებული, თუმცა, პასუხი არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა, "ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა" მათსა და სამინისტროს შორის.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 2019 წელს მწერალთა სახლი გააუქმა, რასაც ქართველი ლიტერატორების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის ნაცვლად მაშინ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი დაარსდა.
რაც შეეხება ორგანიზაციის ახალდანიშნულ დირექტორს, სამინისტროს ცნობით, ქეთევან დუმბაძე საქმიანობას 4 სექტემბრიდან შეუდგება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება კი მას საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები