მარიამ ბერიანიძე

14 Aug. 2023, 15:15

როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით, იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20-სანტიმეტრიანი კი არა 3-მეტრიანი იყო. მეწყერის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია. ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით და დიაააახხხ 3 საათი!!! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვეფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112-ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ.

ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ, ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ, სად არის ის ნაპირი, სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყერის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა, რადგან მეწყერის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით. თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც, მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა! #ჩემიქვეყანამკლავს!

შოვის ტრაგედიის შემდეგ, კრიტიკის პასუხად ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს დაგვიანებული რეაგირება არ ჰქონია და ყველა უწყებამ შესაბამისად იმუშავა. ამიტომ, ხან ვერტმფრენის 3 საათის შემდეგ ჩასვლას ამართლებენ, ხან იმას ამბობენ, რომ ღამე აფრენა არ გარისკეს, რადგან ამის საჭიროება არ იყო. დღეს კი პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, ეჭვქვეშ დაეყენებინა გადარჩენილების მონათხრობი იმის შესახებ, რომ სტიქიის ზონაში ღვარცოფს რამდენიმე საათი ებრძოდნენ და დიდი ტერიტორიის გადალახვა მოუწიათ. სწორედ ამას ეხმაურებიან გადარჩენილი მოქალაქეები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…