მამუკა მდინარაძე

14 Aug. 2023, 17:43

ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი…

ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინლესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე, რამდენიმე საათი ქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით.

შესაბამისად, გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა სჭირდებოდა და ვერ უშველეს! სტიქიის ზონა მთლიანად იქნა გადაფარული და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოყვა.

გამოსარიცხად თეორიული შანსისაც კი, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით, ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით. ვინმე რომ დამატებით დაფიქსირებულიყო, მფრინავები მზად იყვნენ რისკზეც წასულიყვნენ, თუმცა ასეთი არ მომხდარა.

მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა ჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

განცხადებას სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე ავრცელებს. ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს დაგვიანებული რეაგირება არ ჰქონია და ყველა უწყებამ შესაბამისად იმუშავა. ამიტომ, ხან ვერტმფრენის 3 საათის შემდეგ ჩასვლას ამართლებენ, ხან იმას ამბობენ, რომ ღამე აფრენა არ გარისკეს, რადგან ამის საჭიროება არ იყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…