რა უნდა იცოდე, თუ The Killers-ის კონცერტის ამბები გამოგრჩა
ფოტო: თაკო კოსტავა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 15 აგვისტოს Black Sea Arena-მ ამერიკულ როკ ბენდს, The Killers-ს უმასპინძლა.
- ღონისძიება Starring Georgia-ს კამპანიის ნაწილი იყო, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.
- მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაგეგმად ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა 70 მილიონი ლარი დახარჯა, რაც მოქალაქეებმა დაანონსების დღიდანვე არაერთხელ გააკრიტიკეს.
- კამპანიის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ცნობილი ჯგუფი და მომღერალი ჩამოვა, მათ შორის, Imagine Dragons და ბრუნო მარსი.
კონცერტზეThe Killers-ის სოლისტმა Black Sea Arena-ს სცენაზე აუდიტორიიდან სტუმარი აიყვანა, ტრადიციულად, მასთან ერთად რომ დაეკრა. დრამერი რუსი აღმოჩნდა.
- ამ ინფორმაციას დარბაზში მყოფი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბენდმა რუსთან ერთად დაუკრა.
- სიმღერის დასრულების შემდეგ ჯგუფს უკმაყოფილო შეძახილებისა და სტვენის მოსმენა მოუწია, თუმცა პროტესტს ბოდიშის ნაცვლად, უცნაური, პროპაგანდისტური ფორმით უპასუხა.
- სოლისტმა ქართველ მსმენელს უთხრა, რომ მუსიკა ადამიანებს აკავშირებს და ისინი "დები და ძმები" იყვნენ.
- რასაც უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვა, უკმაყოფილო შეძახილების, შუა თითების ჩვენების და "რუსეთი ოკუპანტიას" სკანდირების ფონზე მაყურებელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
- "The Killers | Black Sea Arena, იმ 70 მილიონიდან რამდენი დაუმატეთ სცენაზე რუსის აყვანაზე? ვინც არ იცით: ხალხიდან რუსი დრამერი აიყვანა სცენაზე კილერსმა, თან ეროვნება გაიგო და მას შემდეგ", — დაწერა კონცერტზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
- "ბრენდონმა რუსი აიყვანა და დრამზე დასვა და ჩვენი პროტესტის შემდეგ გვეუბნებოდა, რატომ იქცევით ეგრე, რუსები თქვენი მეგობრები აირიანო", — დაწერა კიდევ ერთმა მსმენელმა.
პროტესტი არენას დარბაზს გაცდა და მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ქილერსის ანგარიშებზე დაიწყეს პოზიციის დაფიქსირება.
- კონცერტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
- როკ ბენდს და Black Sea Arena -ს ბოდიშის მოხდა მოუწიათ.
- "ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, დავპატიჟოთ ხალხი დრამებზე დასაკვრელად. სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი გამოხმაურება მიანიშნებდა, რომ სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო, ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით", — ნათქვამია როკ ბენდის პოსტში.
- ეს მსმენელისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და კომენტარებში ქილერსს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მათგან ამის ხაზგასმას ელოდნენ.
- ბენდის განცხადება საკუთარ გვერდზე გააზიარა და "არტისტის მოქმედებას" გაემიჯნა ბლექ სი არენა.
- "გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით.
რუსეთი ოკუპანტია", — დაწერეს მათ.
საერთაშორისო მედია ბლექ სი არენაზე მომხდარზე აქტიურად წერს. ბენდის საქციელის და ქართველი მსმენელის მყისიერი პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა.
- "შეძახილები და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსები მათი "ძმაა", — წერს The Guardian.
- "The Killers-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ალტერნატიული როკ ჯგუფის შოუს დროს საქართველოში, სცენაზე რუსი დრამერი გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებს კი "ძმები და დები" უწოდეს, რამაც მაყურებლის გაბრაზება გამოიწვია", — წერს Reuters.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები