როგორ ავარჩიოთ აქსესუარები და რატომ არის შოპინგი კარგი თერაპია — ინტერვიუ სალომე ღვინიაშვილთან
ფოტო: iPhon
დიზაინერ სალომე ღვინიაშვილს ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია, კარგად იცნობს. თუმცა, შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ მოდის ინდუსტრიის მიღმა, სალომე ტელეწამყვანი და ბლოგერია, რომელსაც ინსტაგრამზე 250 ათასამდე გამომწერი ჰყავს.
გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ღვინიაშვილთან, რომელშიც საკუთარი საქმიანობის და სტილის შესახებ გვიამბობს, ბოლოს კი, გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი ლუქი უფრო სრულყოფილი გახდეს.
ფოტო: iPHONE
- სალომე, ხარ ტელეწამყვანი, დიზაინერი და ბლოგერი. შენთვის სამივე საქმიანობა თანაბრად მნიშვნელოვანია თუ შეგიძლია რომელიმე მათგანს ჰობი უწოდო?
ჩემთვის სამივე პროფესია თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც ტელეწამყვანს, დიზაინერსა და ბლოგერს, მიწევს თითოეულ საქმიანობაში დიდი ძალისხმევა ჩავდო. რთულია, ავირჩიო ერთი მთავარი საქმიანობა ან რომელიმე მათგანს ჰობი ვუწოდო, ვინაიდან სამივე პროფესია თანაბარ სიამოვნებასა და სიხარულს მანიჭებს. მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და სწორედ ამიტომ, არც დატვირთული გრაფიკი თუ მკაცრი დედლაინები მღლის. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბალანსის დაჭერას სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რათა გავზარდო პროდუქტიულობა და შემდეგ დასვენებაც შევძლო. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, ვიმუშაო ისე, რომ დიდ დათმობებზე წასვლა არ მომიწიოს.
ფოტო: iPhone
- რა გჭირდება, რომ დაისვენო და თავი ბედნიერად იგრძნო?
ბედნიერების და რელაქსაციის მთავარი წყარო ჩემს ოჯახთან დროის გატარებაა. ასევე, შოპინგი არის ერთგვარი თერაპია, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებასა და დასვენებაში მეხმარება.
- არის ახალი გაჯეტის ყიდვა იმდენად სასიამოვნო, რამდენადაც ახალი კაბის შეძენა?
ვფიქრობ, სიამოვნებისა და სიხარულის მოტანა ნებისმიერ ახალ სასარგებლო ნივთს შეუძლია: ტანსაცმელსაც და გაჯეტსაც. ვთვლი, რომ პროდუქტის ხარისხი არის სიამოვნების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ არასდროს ვყიდულობ რეპლიკებს.
- ეთანხმები მოსაზრებას, რომ იმიჯში დეტალები მნიშვნელოვანია? მაგალითად, შეიძლება საათის სამაჯურმა თუ ტელეფონის ქეისმა გავლენა მოახდინოს საერთო იმიჯზე? რამდენად ხშირად მიმართავ ამ ხერხს?
ვფიქრობ, რომ პროდუქციის შექმნისას, თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ადამიანი, რომელიც ხარისხს აფასებს, ვცდილობ, პროდუქტის შექმნისას ყურადღება გავამახვილო ყველაზე პატარა დეტალებზეც კი. მჯერა, რომ აქსესუარები ლუქის შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სტილის გადამწყვეტი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საბოლოო ლუქზე. სწორედ ამიტომ, აქსესუარების შერჩევას სერიოზულად ვუდგები. მაგალითად, ჩემთვის AirPods მნიშვნელოვანი აქსესუარია და მათ ყოველთვის ვაქცევ შესაბამის ყურადღებას. ამავე სიაში შედის iPhone-ის ქეისი, ვინაიდან ხაზს უსვამს ჩემს სტილს და ამავდროულად, იცავს ჩემს ტელეფონს. აქსესუარების მხრივ, ასევე ძალიან საინტერესოა Apple Watch-ის სამაჯურები. საბოლოო ჯამში, სამივე აქსესუარს შეუძლია შეცვალოს ლუქი.
- დიზაინერმა კარლოს კამპომ თქვა, რომ ახალ არხებთან, კონტენტთან და იდეებთან ერთად, ტექნოლოგიები მართავს სამყაროს. შეიძლება ტექნოლოგიები იყოს მოდის ნაწილი?
რა თქმა უნდა, სწორედ ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ჩვენი იდეების რეალიზება. როგორც მოდაზე, ასევე ტექნოლოგიებზე გავლენას ახდენს არაერთი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებითაც უბრალო ნივთები შეიძლება ძვირადღირებულად იქცეს.
- შენს გარდერობში ერთნაირი რაოდენობით მოიძებნება მოდური და ფუნქციური ნივთები?
მაქვს ყოველდღიური მოკლესახელოებიანი და ბრეტელებიანი მაისურები, რომლებიც შემიძლია ძვირადღირებულ ნივთებს შევუხამო. გარდერობში ასევე მაქვს ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც სამუშაოსთან ასოცირდება და მათ ყოველდღიურად არ ვიყენებ. ჩემი გარდერობი მრავალფეროვანია და მასში იპოვით, როგორც დიზაინერულ ნივთებს, ასევე ყოველდღიურ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს. ვცდილობ, ისინი კრეატიულად შევუხამო ერთმანეთს. ჩემს სტილზე გავლენა აქვს ბევრ დიზაინერს სხვადასხვა ქვეყნიდან. სხვებს კი მუდამ ვურჩევ, ატარონ ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობენ და არა ის, რაც ტრენდულია.
ფოტო: iPhone
- ყველაზე ხშირად რა რჩევას აძლევ შენს გამომწერებს, რომლებიც პირადად გეკითხებიან მოდასთან დაკავშირებულ რჩევებს?
ჩემი გამომწერები ხშირად მეკითხებიან კანის მოვლაზე და მოდაზე. მიხარია, მათთვის ჩემი აზრის გაზიარება და მეამაყება, რომ ჩემს რჩევებს ენდობიან. ტანსაცმლის შერჩევისას, თავად ხშირად ვიღებ რჩევებს ჩემი ქალიშვილებისგან, დისგან და მეუღლისგან. სხვათა შორის, ჩემი შვილები ხშირად თხოულობენ ნივთებს ჩემი გარდერობიდან, მათ შორის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და სამკაულებს. ინსპირაციისთვის კი გამოწერილი მაქვს ინსტაგრამ გვერდები, რომლებიც მოდასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვიზიარებენ.
- რა არის ის, რაც ყოველთვის ჩანთით დაგაქვს?
ჩემს ჩანთაში ყოველთვის არის iPhone, სუნამო და წარბების სავარცხელი.
- მოდა და ფუნქციურობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის? ფიქრობ, რომ დღეს მოდა იმდენად გამარტივებულია, რომ ხანდახან მოსაწყენიც კი არის?
მჯერა, რომ მოდა არ უნდა იყოს რთული, არამედ სილამაზე სიმარტივეში უნდა ვიპოვოთ. პირადად ჩემთვის, მოდის მთავარი აზრი მარტივი ნივთების დაფასებაა. ლუქის შემქმნელი დეტალები ძალიან ფრთხილად უნდა ავარჩიოთ, ამიტომ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც არაერთხელ დამხმარებია ახალი აქსესუარის შერჩევისას.
5 რჩევა სალომესგან, რომელიც ნებისმიერ ლუქს გააუმჯობესებს:
1. არ შეგეშინდეთ ფერების დამატება. ნუ შეგაშინებთ ფერების შეხამება, ითამაშეთ ფერებით, გარისკეთ და შექმენით ახალი კომბინაციები. თქვენი ლუქისთვის ახალი და მეტი ფერის დამატება ჩვევად აქციეთ.
2. ნუ გამოიყენებთ ზედმეტ აქსესუარებს. კარგი სტილი გამოიხატება იმით, რომ ყველაფერი შერჩეულია ზომიერების გათვალისწინებით. მეორე მხრივ, არ არის აუცილებელი ყოველთვის სისადავე ავირჩიოთ, აქსესუარები თქვენს იმიჯსა და ლუქს ყოველთვის სრულყოფს.
3. უპირატესობა მიანიჭეთ ორიგინალს და არა — რეპლიკას. მაღალი ხარისხის ორიგინალი აქსესუარები ყოველთვის შესამჩნევია, როგორც ტანსაცმელში, ასევე ტექნოლოგიებში. თანაც, ორიგინალი ნივთები უფრო დიდი ხნის განმავლობაში გექნებათ და კომფორტულადაც მოიხმართ.
4. ნუ დაინანებთ ფულს საკუთარი თავისთვის. სხვათა შორის, ეს ფულის დაზოგვის ერთ-ერთი ხერხია. ჯობია გადაიხადოთ მეტი და იყიდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი ერთხელ, ვიდრე ცუდი ხარისხის — ხშირ-ხშირად.
5. ნუ აჰყვებით ტრენდებს ზედმეტად. იყიდეთ და თამამად ატარეთ ის, რაც თქვენს სტილს უხდება და მართლა მოგწონთ. მსგავსი აქსესუარებით თავს კომფორტულად იგრძნობთ და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ფოტო: iPhone
თუ სტატიის კითხვისას ახალი აქსესუარის შეძენის სურვილი გაგიჩნდათ, მათი ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore, Silknet შეგიძლიათ. აქ თქვენ დაგხვდებათ iPhone-ის ქეისების დიდი არჩევანი, ასევე ნაჭრისა და ტყავის სამაჯურები Apple Watch-ისთვის. თანაც, სექტემბრის ბოლომდე ქეისებს 35 %-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები