ყველაზე, ყველაზე, ყველაზე — 5 რეკორდსმენი მანქანა მსოფლიო ისტორიიდან
ფოტო: Getty Images
უკვე საუკუნეზე მეტია, ადამიანების ყოველდღიურობაში ავტომობილები გაჩნდნენ. ამ ხნის განმავლობაში მანქანები დაიხვეწნენ, შეიცვალეს სალონი თუ გარეგნული მხარე და მეტად მოერგნენ კომფორტულობის მოთხოვნას. თუმცა, ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა უფრო მეტი დაისახა მიზნად — დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი; ან შეიძლება არც დაისახა და ყველაფერი თავისთავად მოხდა. რაც უნდა იყოს, ამ სტატიაში სწორედ ასეთ რეკორდსმენ მანქანებზე მოგიყვებით.
1. ყველაზე ძველი მანქანა
ფოტო: Wikimedia Commons
ამ სურათის დანახვისას ძნელია, მასზე ავტომობილი ამოიცნო. თუმცა, ფრანგი გამომგონებლის ნიკოლა-ჟოზეფ კუნიოს ეს ნამუშევარი თანამედროვე ავტომობილის წინაპარი ნამდვილად გახლავს. მის აგებამდე ერთი წლით ადრე, 1769 წელს, ინჟინერმა მოწყობილობის მინიმოდელი შექმნა, 1770 წელს კი უკვე ეს მანქანაც გამოუშვა, რომელიც ორთქლის ძრავაზე მუშაობდა. მანქანა საფრანგეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი და მისი მთავარი დანიშნულება 4-ტონიანი ტვირთის 8 კილომეტრამდე მანძილზე ერთ საათში გადატანა იყო. თუმცა, კუნიოს ნამუშევარმა დაკისრებულ მისიას თავი ვერ გაართვა, ამდენად, ახალი საუკუნის დამდეგს პარიზის ერთ-ერთ მუზეუმში დაიდო ბინა.
2. ყველაზე ძვირი მანქანა
ფოტო: RM Sotheby's
შეიძლება იფიქრო, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი რომელიმე თანამედროვე სწრაფმავალი გახლავს. თუმცა, ამ ტიტულს, რეალურად მერსედეს-ბენცის 1955 წლის გამოშვება 300 SLR Uhlenhaut Coupé ფლობს. მანქანა 2022 წელს გამართულ აუქციონზე გაიყიდა 135 მილიონ ევროდ (დაახლოებით, 385 მილიონი ლარი) — ეს რეკორდი თავის წინამორბედს ლამის ორჯერ აღემატება. ავტომობილის შემსყიდველის ვინაობა არ გამჟღავნებულა, თუმცა, მერსედეს-ბენცმა განაცხადა, რომ მიღებული თანხით ფონდი შეიქმნებოდა, რომელიც გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და დეკარბონიზაციის სფეროში კვლევების განვითარებას შეუწყობდა ხელს.
3. ყველაზე ჩქარი მანქანა
ფოტო: Institution of Mechanical Engineers
უძველესი მანქანისა არ იყოს, უსწრაფეს მანქანასაც ცოტა რამ თუ სცხია ტიპური ავტომობილის. თუმცა, საქმე ისაა, რომ ამ ტიტულის მფლობელი ThrustSSC, რეალურად, რეაქტიული მანქანაა. ის 1 227,9 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და პირველი სახმელეთო ტრანსპორტია, რომელსაც ბგერითი ბარიერის გადალახვა (ბგერის სიჩქარის გასწრება) შეუძლია. გაგიკვირდება და მისით ქალაქში მოძრაობა დაშვებული არაა.
თუმცა, ფორმალურად ნებადართულია სპორტული მანქანა Bugatti Chiron-ით გადაადგილება, რომელიც ყველაზე ჩქარ "კანონიერ" ავტომობილად მიიჩნევა. როგორც 2019 წელს, საფრანგეთში გამართულ გამოცდაზე დამტკიცდა, მას 482,8 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
4. ყველაზე ნელი მანქანა
ფოტო: Low Offset
ამ სიაში ეს ავტომობილი ალბათ ყველაზე ნაკლებად საამაყო ტიტულითაა წარმოდგენილი, თუმცა, რეკორდი რეკორდია — Peel P50 თანამედროვე მანქანის ყველაზე ნელი სახეა. ეს მინიმანქანა მენის კუნძულზე იქმნებოდა 1962 წლიდან 1965 წლამდე. სამთვლიანი ავტომობილის სალონი მხოლოდ მძღოლსა და ერთ ჩანთას იტევს, აქვს ერთადერთი კარი, ფანჯრის ერთადერთი საწმენდი და ასევე ერთადერთი ფარი. მანქანა 5 ცხენის ძალასაც არ ფლობს, ამდენად, მხოლოდ 45 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. თუმცა, მას უპირატესობებიც აქვს: არის ეკონომიური და ძალიან მსუბუქი — მხოლოდ 56 კილოგრამს იწონის!
5. ყველაზე გრძელი მანქანა
ფოტო: Getty Images
დაბოლოს — მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანის ტიტულს უკვე რა ხანია, ამაყად ატარებს ავტომობილი, სახელწოდებით American Dream ("ამერიკული ოცნება"). მისი შექმნა $255 ათასამდე დაჯდა. მანქანა სიგრძეში 30,54 მეტრია, სალონი კი იტევს საწოლებს, ტელევიზორებს, მაცივრებს, ჯაკუზს და მინი-აუზსაც კი! ამ 26-თვლიან ავტომობილს 75 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ხოლო მისი მართვა ორივე ბოლოდანაა შესაძლებელი. თბილისში კი ამ მანქანით გადაადგილება ალბათ არცთუ მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ "ამერიკული ოცნება" საიმედოდაა დაბინავებული ფლორიდაში მდებარე ორლანდოს ავტომუზეუმში.
შეიძლება შენი ავტომობილი ამ ჩამონათვალში არაა, მაგრამ მას ზრუნვა, სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა სჭირდება — რა თქმა უნდა, თუ მუზეუმში გამწესებას არ უპირებ.
სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები