ნახეთ: პირველი კადრები მიაძაკის უკანასკნელი ფილმიდან, რომელსაც "შედევრი" უწოდეს
ფოტო: Studio Ghibli
იაპონიაში შემდგარი პრემიერის შემდეგ, ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი ფილმი მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება. ნამუშევარი, სახელწოდებით როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან ვერსიას ბიჭი და ყანჩა ერქმევა), კინოკრიტიკოსებმა უკვე შეაფასეს "შედევრად". თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიერამდე ფილმის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იყო ცნობილი, რადგან არც ტრეილერი გავრცელებულა და არც — სიუჟეტის აღწერა.
ახლა კი, კინობილეთების გამყიდველმა ამერიკულმა კომპანია Fandango-მ ფილმიდან პირველი კადრებიც გაავრცელა. შეიძლება ამ ოთხი სურათიდან შინაარსზე ბევრი ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ ერთ რამეში მაინც დავრწმუნდით — მიაძაკისეული დახვეწილი, ორიგინალური ხელწერა არ შეცვლილა.
ფოტო: Studio Ghibli
ფოტო: Studio Ghibli
ფოტო: Studio Ghibli
მიაძაკის უკანასკნელი ნამუშევრის სახელი აღებული აქვს იაპონელი მწერლის, იოშინო გენძაბუროს, წიგნის სათაურიდან, თუმცა, ფილმის სიუჟეტი ნაწარმოებს არ ეფუძნება. აქ ამბავი მოზარდ ბიჭზეა, რომელიც თავის პატარა ქალაქში მიტოვებულ კოშკს აღმოაჩენს და მოლაპარაკე ყანჩასთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება.
გამოცემა Time Out Japan-ის მიმომხილველმა ფილმს "სრულყოფილი, მრავალშრიანი შედევრი" უწოდა, The Verge-ის კრიტიკოსმა კი ის მიაძაკის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაც შეაფასა.
"ფილმში ყველაფერი გარდასულ დღეთა მოგონების სევდას ერწყმის, სენტიმენტალურობისგან დაცლილ გააზრებას იმისა, რომ წარსული ვეღარ დაბრუნდება", — დაწერა Polygon-ის მიმომხილველმა სეზარი იან სტრუშიევიჩმა, — "ამ განწყობით კი რეჟისორმა თითქოს ბოლოჯერ შეავლო თვალი თავის შემოქმედებას ფარდის ჩამოფარებამდე".
ამერიკელი მაყურებელი მიაძაკის უკანასკნელ ნამუშევარს, სავარაუდოდ, წელსვე იხილავს. ეპოქალური რეჟისორის ახალი ფილმის ჩვენების უფლება სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც გაყიდულია უკვე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები