ვოლოდიმირ ზელენსკი

24 Aug. 2023, 11:40

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თავისუფალი ხალხის დღესასწაულს. ძლიერი ადამიანების დღესასწაულს. ღირსთა დღესასწაულს. თანასწორთა დღესასწაულს. უკრაინელების დღესასწაულს. ჩვენს სახელმწიფოში ყველას დღესასწაულს. ჩვენი დამოუკიდებლობის, უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს. 

ეს თითოეული ჩვენგანის ღირებულებაა და ჩვენ ვიბრძვით ამისთვის. და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბრძოლა არის იმისთვის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია — ეს დამოუკიდებელი უკრაინაა. [...]

მადლობა ყველას, ვინც ელოდება ნათესავებს ფრონტიდან, ყველას, ვინც ყოველდღიურად ლოცულობს მათთვის, ვინც ურეკავს ან წერს ასე მნიშვნელოვან სიტყვებს — "როგორ ხარ?". რომ მოისმინოს ასეთი მნიშვნელოვანი — "ყველაფერი კარგადაა!". ასეთი ღირებული — "მე შენ მიყვარხარ", "ჩვენმა შვილმა გუშინ პირველი ნაბიჯი გადადგა", "ქალიშვილმა დღეს თქვა: მამა". [...]

როცა ვამაყობთ, რომ ჩავძირეთ მტრის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი მოსკვა, როცა ყირიმის ხიდზე დარტყმა გვიხარია, მაშინ მადლობას ვუხდით მათ, ვისზეც ახლაც ვერ იტყვით, სახელებს ვერ დავასახელებთ. მაგრამ მათზე დაიწერება წიგნები მომავალში. აუცილებლად გადაიღებენ ფილმს მათ შესახებ, ვისაც ვაჯილდოებ დახურული განკარგულებებით და ვინც ახორციელებს ყველაზე რთულ ოპერაციებს. გმადლობთ! ყველანი მნიშვნელოვანი ხართ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…