მაზდა ცენტრი თეგეტაში Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
მაზდა ცენტრი თეგეტაში ყველაზე გაყიდვად მოდელებზე, Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე, ფასდაკლების აქცია დაიწყო. ცენტრში ორივე ავტომობილი სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი და კომპანიის შეთავაზება თითოეულ მათგანზე ვრცელდება.
Mazda CX5 SUV კატეგორიას განეკუთვნება და იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ავტომობილი გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ.
მაზდას ცენტრში მისი სამი სხვადასხვა ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე კომპლექტაცია ერთი და იგივე მოდელია, მანქანებს, რა თქმა უნდა, ბევრი საერთო აქვთ, თუმცა მცირე განსხვავებები მაინც შეინიშნება.
CX5 წარმოდგენილია 2.0 და 2.5 მოცულობის ძრავებით, ყველა მათგანს 6-სიჩქარიანი, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს, სიმძლავრე კი — ოდნავ განსხვავებული.
2WD Core, AWD Core და AWD High კომპლექტაციები მართვის სხვადასხვა სტილსა და მძღოლის პრიორიტეტებს ითვალისწინებს.
ხაზგასასმელია ამ მოდელების ტექნიკური უპირატესობებიც. უახლეს CX 5-ებში მომხმარებელი ისეთ ფუნქციებს შეხვდება, როგორებიცაა: უკონტაქტო დაქოქვის სისტემა, წვიმის სენსორი, ხმის 7 გამაძლიერებელი, საჭის გათბობა და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ მაღალი კომპლექტაციის მოდელში ჩამონტაჟებულია BOSE-ის საუნდსისტემა.
CX 5 მოდელების საწყისი ფასი 74,465 ლარიდან 97,785 ლარამდე მერყეობდა, კომპლექტაციების მიხედვით. ახლა კი აქციის გათვალისწინებით საფასური 70,225 ლარიდან 81,885 ლარის ფარგლებშია.
"მაზდა ის ბრენდია, რომელიც არცერთ მომხმარებელს დატოვებს გულგრილს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, გამორჩეული მოდელები ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით შევთავაზოთ. ეს შეთავაზება წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ავტომოყვარულებთან დასაახლოებლად, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაზდას შესაძლებლობები გამოცადონ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ", — აღნიშნავს ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას ბრენდ დირექტორი.
მაზდა ცენტრი თეგეტას აქცია ვრცელდება Mazda 6-ის სხვადასხვა კომპლექტაციის მოდელებზეც. თუკი მოდელების საწყისი ფასები 76,585 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი შეძენა 55,385 ლარად არის შესაძლებელი.
ტექნიკური მახასიათებლების სია საკმაოდ ვრცელია. კომპლექტაციები მოიცავს უკონტაქტო დაქოქვის სისტემას, კრუიზკონტროლს, წვიმის სენსორებს, აუდიომოწყობილობებსა და სხვა. MAZDA 6 SKYACTIV HIGH გამოირჩევა 360°-იანი კამერით, ტყავით გაწყობილი მულტიფუნქციური საჭით, შიდა სარკით, რომელსაც ავტომატური დამუქების ფუნქცია აქვს, და მძღოლის სავარძლის 10 მიმართულებით რეგულირებით. ამასთანავე, ეს კომპლექტაცია ხასიათდება HEAD UP DISPLAY და ხაზის გადაკვეთის სისტემებით.
მაზდა ცენტრი თეგეტაში აქცია უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს მოდელების ნახვა და შეძენა მაზდას შოურუმში, ბელიაშვილის 142 ნომერში შეუძლიათ.
მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები