რას პასუხობს ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს აუდიტის დასკვნას
რატომ არის მნიშვნელოვანი: იანვარში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრმა გელათის შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
- წერდნენ, რომ მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებდა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორსაა.
- წულუკიანის უწყებაში თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრის დასკვნა დაიწუნეს და განცხადებით მალევე გამოეხმაურნენ.
- უწყებაში ცენტრი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ დოკუმენტი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრს კვლევა საპატრიარქომ დაუკვეთა.
- გარდა ამისა, 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის საბჭომ კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.
- საიას განცხადებით, სამინისტრომ უარი თქვა, ცენტრის დირექტორად სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თამარ ბელაშვილის კანდიდატურა დაემტკიცებინა და ხელახალი კონკურსის დანიშვნა მოითხოვა.
კულტურის სამინისტრომ 19 აგვისტოს ჩუბინაშვილის ცენტრის აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა.
- მათი მტკიცებით, შედეგები მოწმობს, რომ კვლევითი ცენტრი მრავალი წელია, მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე იმართება და ამ მხრივ, სისტემური პრობლემები აქვს.
- სამინისტროში ამბობენ, რომ მასალები შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირების მიზნით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა.
- წულუკიანის უწყებაში ამბობენ, რომ ცენტრის სამეცნიერო საბჭო 11 წევრისაგან შედგებოდა, რაც კანონთან შეუსაბამო იყო.
- "კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე".
- მათივე თქმით, ასევე, გამოვლინდა ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები.
- წერენ, რომ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი.
- ირწმუნებიან, რომ ცენტრი, ასევე, არ იცავდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესს.
რას პასუხობს ჩუბინაშვილის ცენტრი: მათი თქმით, კულტურის სამინისტროს განცხადება მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს, რომელთა მიზანიც ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაციაა.
- ამბობენ, რომ მცდარია ბრალდება, რომ თითქოს ცენტრის საბჭოს მაინცდამაინც 26 წევრი უნდა ჰყოლოდა.
- "ასეთი ზუსტი რიცხვი კანონში არ წერია. თუ იგულისხმება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების რაოდენობა, აღნიშნული წლებისთვის ეს რიცხვი არაზუსტია".
- მათივე განცხადებით, 2022 წელს საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო კვორუმის პირობებში.
- "ის ერთადერთი შემთხვევა, როცა საბჭომ არასრული კვორუმით მიიღო დადგენილება, ეხებოდა თანამშრომლის გადაყვანას ნახევარი საშტატო განაკვეთიდან სრულზე. კანონის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ბრძანებით მიიღო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა".
- წერენ, რომ ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო არ საქმიანობს "არაერთი მეცნიერის გვერდის ავლით", როგორც ამას კულტურის სამინისტრო ამტკიცებს.
-
აცხადებენ, რომ 2019-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვის წესით საქონლისა და მომსახურების შეძენისას ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა დოკუმენტით — "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით".
ცენტრის განცხადებით, ერთადერთი სამართლიანი შენიშვნა მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში არაკვალიფიციური კადრის გამარჯვებას უკავშირდება.
- "ეს ერთადერთი სამართლიანი შენიშვნაა, რომელსაც მადლიერებით ვიღებთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუმცა, ვფიქრობთ, "კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები" ამ შემთხვევისთვის გადამეტებული ნათქვამია, მით უმეტეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა პირმა კარგად შეასრულა დაკისრებული სამუშაო და მასთან პრეტენზიები არ ყოფილა".
- ხაზს უსვამენ, რომ ცენტრში ყოველწლიურად ტარდებოდა ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.
- აცხადებენ, რომ ფოტო და კომპიუტერულ ტექნიკას ცენტრის თანამშრომლები მოიხმარენ არა "პირადი მიზნებისათვის", როგორც ამას სამინისტრო ამბობს, არამედ შესაბამისი სამეცნიერო გეგმებით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობისათვის.
- "წარმატებას ვუსურვებთ კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საქმიანობაში. პარალელურად, კარგი იქნებოდა სამინისტროს ეზრუნა ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რათა ცენტრი მუდმივად არ იყოს დამოკიდებული გარე დაფინანსების მოძიებაზე და საკუთარი საბიუჯეტო სახსრებითაც ახერხებდეს თუნდაც სამეცნიერო ექსპედიციებისა და მივლინებების ორგანიზებას", — ნათქვამია განცხადების ბოლოს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები