თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის გასტრო კვირეული 2023 გაიმართება
ფოტო: თიბისი კონცეპტი
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისი 1-7 ოქტომბერს, რიგით მეორე, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს თბილისის გასტრო კვირეული 2023 უმასპინძლებს.
თბილისის გასტრო კვირეული ყოველწლიური კულინარიული ფესტივალია, რომელიც ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.
პროექტის მიზანია თბილისის გასტრო კვირეულის სტუმრებისთვის დაუვიწყარი და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი, ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე — საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია — Bon Vivant Communications, რომელიც ოპერირებს ბრენდის მენეჯმენტში, ექსკლუზიური ვახშმების მოწყობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფების მსოფლიო ტურის დაგეგმარებასა და მარკეტინგში. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების საქართველოში ვიზიტებსა და ფესტივალის საერთაშორისო მედია გაშუქებას.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგემილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს დახვეწილი შერწყმა. საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაჯავშნონ სასურველი ვახშამი კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით ნომერზე: 032 2 27 27 00.
კვირეული დასრულდება 7 ოქტომბერს, კლუბ Underwheel-ში, ღია ცის ქვეშ გასტრონომიული წვეულებით, სახელწოდებით — Star Chefs' Street Edition, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დააგემოვნონ როგორც მიშლენის ვარსკვლავი მქონე, ისე ადგილობრივი ვარსკვლავი მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.
წლევანდელ სიახლეს, Star Chefs’ Street Edition-თან ერთად წარმოადგენს კონკურსი ახალბედა შეფებს შორის, Young Chefs’ Contest-იც, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის, პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში Ocean-ში, შეფ ჰანს ნოინერის ხელმძღვანელობით. კონკურსანტებს შეაფასებს, ადგილობრივი და საერთაშორისო შეფებისგან შემდგარი ჟიური.
მონაწილე შეფები:
- ჰანს ნოინერი — ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია);
- მაიკლ ვან დერ კროფტი — საუკეთესო შეფ-მზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები);
- კამილა სეიდლერი — ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფ-მზარეული ქალი (დანია);
- ალეხანდრო სერანო — მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი);
- დიპანკერ ხოსლა — ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი);
- რაფაელ კაზუმიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition);
- არევიკ მარტიროსიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition);
- თეკუნა გაჩეჩილაძე;
- ქეთი ბაქრაძე;
- მერიკო გუბელაძე;
- რამაზ გემიაშვილი;
- გიორგი ნინუა.
Tbilisi Gastro Week 2023 — Star Chefs' Street Edition გვპირდება შეუდარებელ გასტრონომიულ მოგზაურობას, რომელიც აერთიანებს კულინარიის მოყვარულებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ვიზიტორებს დახვეწილი გემოს, შემოქმედების და კულტურული მრავალფეროვნების ზეიმში.
ღონისძიების მხარდამჭრები: თბილისის მერია; ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია.
გენერალური პარტნიორები: თიბისი კონცეპტი; Visa.
პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მომწოდებელი: აგროჰაბი.
ოფიციალური პარტნიორები: მილე, ეფეს ჯორჯია.
ღვინის ექსკლუზიური პარტნიორი: მეღვინეობა ჩელთი.
კვირეულის სპონსორები: Rooms Hotels Tbilisi; m Group; Monograph; Margot Hotel; Alma; Pancaviar; Sarajishvili.
მედია პარტნიორი: AMARTA
თიბისი კონცეპტის Visa და თიბისი WM ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ორი კვირის განმავლობაში მოქმედებს early bird-ის შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბილეთებს განსხვავებულ ფასად შეიძენთ ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები