ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელს კოცნის შესახებ ტყუილში ადანაშაულებს
ფოტო: Getty Images
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ქალების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ქალთა ნაკრების გამარჯვების შემდეგ მან ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რაც კამერებმა დააფიქსირეს.
ერმოსომ იმავე დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ნების საწინააღმდეგოდ აკოცა, რაც მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. რუბიალესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ფეხბურთის სამყაროს წარმომადგენლებმა და ესპანელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, პრემიერმინისტრმაც, მისი საქციელი დაგმეს და მიიჩნიეს, რომ მისი ბოდიში საკმარისი არ იყო.
ჯენიფერ ერმოსომ ისიც თქვა, რომ ფედერაცია მას და მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წნეხის ქვეშ აქცევდა, რომ რუბიალესის გამამართლებელი განცხადება გაევრცელებინათ.
მალე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუბიალესი ინციდენტის გამო თანამდებობის დატოვებას აპირებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, ახლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ერმოსოს კოცნის შესახებ ტყუილში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილითაც კი ემუქრება. ფედერაცია აცხადებს, რომ რუბიალესმა ფეხბურთელს კოცნის ნებართვა სთხოვა და მიიღო კიდეც.
ერმოსოს მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ესპანეთის ქალთა ნაკრების 23-მა წევრმა და 50-მა სხვა ქალმა ფეხბურთელმა განაცხადეს, რომ მატჩებში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ, სანამ რუბიალესი თანამდებობას არ დატოვებდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი განაცხადა, რომ მათ მატჩებში თამაშის ვალდებულება მაინც აქვთ.
ესპანეთის ქალთა ნაკრებს ფინალში მათი მოწინააღმდეგე ინგლისის ნაკრებმაც გამოუცხადა მხარდაჭერა:
"სექსისტური და პატრიარქალური ორგანიზაციები მიუღებლად იქცევიან. ძალადობა ძალადობაა და სიმართლე ყველამ დავინახეთ", — განაცხადა გუნდმა.
აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს ფიფამ რუბიალესს ფეხბურთთან დაკავშირებული უფლებამოსილებები შეუჩერა მანამ, სანამ მისი ქმედებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები