უკანონოდ გაშვილებული კაცი 42 წლის შემდეგ ოჯახს პირველად შეხვდა
ფოტო: Constanza Del Rio/Nos Buscamos
42 წლის წინ საავადმყოფოს თანამშრომლებმა მარია ანჟელიკა გონზალესს ჩვილი დაბადებისთანავე გამოართვეს, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა. დედა-შვილი პირველად ერთმანეთს 42 წლის შემდეგ ჩილეში შეხვდა.
თაიდენმა ოჯახის მოძებნა რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში ჩილეში არალეგალურად გაშვილებული ბავშვების ისტორიები წაიკითხა. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია Nos Buscamos-ის დახმარებით ოჯახებთან კავშირი აღადგინეს.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ თაიდენი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს საავადმყოფოში ნაადრევად დაიბადა და ინკუბატორში მოათავსეს, შვილის წასაყვანად მისულ დედას კი უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი განადგურდა.
"საბუთები, რომლებიც გაშვილებისას მქონდა, ამბობს, რომ ცოცხალი ნათესავები არ მყოლია. ბოლო რამდენიმე თვეში კი გავიგე, რომ თურმე, დედა და ხუთი და-ძმა მყავს. როგორ უნდა ჩაეხუტო ადამიანს ისე, რომ დაკარგული 42 წელი აინაზღაურო?" — ამბობს თაიდენი მედიასთან.
თაიდენმა თქვა, რომ მთელ ამ პროცესში გამზრდელი მშობლები მხარს უჭერენ და ამ სიტუაციაში ისინიც მსხვერპლები აღმოჩნდნენ, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანისას მის წარსულზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
ორგანიზაცია Nos Buscamos-ის შეფასებით, 1970-იან და 1980-იან წლებში ჩილეს ოჯახებიდან მოტყუებით ათიათასობით ბავშვი წაიყვანეს და ქვეყნის გარეთ გააშვილეს. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ორგანიზაციამ ოჯახი 450-ზე მეტი არალეგალურად გაშვილებულ ბავშვს აპოვნინა.
"ამ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან, ღარიბი ქალებისგან იტაცებდნენ, რომელთაც არ იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი", — აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
Nos Buscamos უკვე ორი წელია თანამშრომლობს გენეალოგიურ პლატფორმა MyHeritage-თან, რომელიც დნმ-ის უფასო ტესტირებას უტარებს ჩილეში გაშვილებულ ბავშვებსა და ჩილელ ოჯახებს, რომელთაც ეჭვი აქვთ, რომ მათი ნათესავი მოტყუებით გააშვილეს.
თაიდენის დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ის 100%-ით ჩილელია და მისი დნმ მისი ბიძაშვილისას დაემთხვა, რომელიც ამ პლატფორმას იყენებდა. თაიდენმა დედის სახელი და მისამართი იცოდა, რის მეშვეობითაც ბიძაშვილი ოჯახის პოვნაში დაეხმარა.
თაიდენის თქმით, როცა დედას მისწერა, გაიგო, რომ ის შვილს წლების განმავლობაში ეძებდა.
"შვილო, წარმოდგენაც არ გაქვს ღამეებზე, რომლებსაც ტირილსა და ლოცვაში ვათენებდი. ღმერთს ვთხოვდი, რომ სიკვდილამდე მომესწრო იმის გაგება, რა დაგემართა", — სწერდა მარია შვილს.
თაიდენი ცოლთან და შვილებთან ერთად ჩილეში ჩავიდა, რათა ოჯახს შეხვედროდა. დედის სახლში ჩასულს მას 42 სხვადასხვა ფერის ბუშტით დახვდნენ, რომლებიც დაკარგული წლების სიმბოლო იყო. კაცის თქმით, ამ ბუშტების გახეთქვა მისთვის ყველაფერ იმის დაბრუნებას ნიშნავდა, რაც წაართვეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები