"გუნდის მთავარი საზრუნავი მომხმარებელია" — ნიკოლოზ ხუფენია, საქართველოს ბანკის Advanced DataOps ინჟინერი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ამ სტატიიდან გაიცნობთ ნიკოლოზ ხუფენიას — საქართველოს ბანკის უფროს DataOps ინჟინერს, რომელიც ჰყვება რას ნიშნავს DataOps-ი, რას მოიცავს მისი პოზიცია და რა სირთულეებს აწყდება ყოველდღიურ საქმიანობაში.
"საქართველოს ბანკის გუნდის წევრი 2020 წლიდან ვარ. საქართველოს ბანკი გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანია მუდმივად ეძებს ახალ გამოწვევებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს", — ასე იწყებს საუბარს ნიკოლოზ ხუფენია, რომელიც საქართველოს ბანკში Advanced DataOps ინჟინერია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
როგორც ნიკოლოზი ამბობს, მოსწონს, ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც არ უშინდება სიახლეების დანერგვას, რადგან ეს დასაქმებულებისთვის სამუშაო პროცესს მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.
"კომპანიაში ყველა გუნდის მთავარი საზრუნავი მომხმარებელი და მისთვის საბანკო პროდუქტებით სარგებლობის გამოცდილების გამარტივებაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია მუდმივად მაძლევდეს განვითარების და ახლის სწავლის შესაძლებლობას. DataOps ინჟინრის პოზიციაზე გადასვლა სწორედ ასეთი საფეხური იყო ჩემს კარიერაში, რომელმაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დამაკისრა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველივე დღიდან ვიყო ჩართული ახალი მიმართულების განვითარებაში", — ამბობს ნიკოლოზი და დასძენს, რომ ყველაზე მეტად მოსწონს ახალი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და პლატფორმების მართვის სხვადასხვა გზების დანერგვაზე ფიქრი, რადგან ამ ამოცანების ამოხსნა ყველა ტექნოლოგიური პროფესიონალისთვის საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევაა.
"ჩემი ამოცანაა, ვმართო არსებული პროცესები, გუნდთან ერთად სწორად დავგეგმო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პლატფორმების ხელმისაწვდომობა. ჩვენ მიერ შესრულებული სამუშო ქმნის შესაძლებლობას ანალიტიკური პროცესებისთვის, რათა ყველა საჭირო მონაცემი ხელმისაწვდომი იყოს რეალურ დროში, რაც რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა", — ამბობს ის.
რას მოიცავს და ემსახურება უშუალოდ თქვენი საქმიანობა?
ორიოდე სიტყვა DataOps -ის შესახებ. მისი განმარტება რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა მიმართულების და მიდგომების ერთობლიობას მოიცავს. DataOps არის მონაცემთა მართვის მეთოდი, ფილოსოფია ან გზა, რომელიც აერთიანებს და ხელს უწყობს სისტემებისა და მონაცემთა ინჟინრებს, მონაცემთა მეცნიერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს და მონაცემთა სხვა პროფესიონალებს შორის კომუნიკაციას. ეს არის მიდგომა მონაცემთა ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიწოდებისთვის, რომელიც იყენებს პროცესების ავტომატიზაციას, ტესტირებას, ორკესტრირებას, კონტეინერიზაციას და უწყვეტ მონიტორინგს. მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, მოძიების ამ უწყვეტ ჯაჭვში იწყება DataOps ინჟინრის საქმეც. DataOps ინჟინერი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკისთვის მონაცემთა პლატფორმების და Big Data ეკოსისტემის უწყვეტად მუშაობას. ამ სისტემის მეშვეობით მონაცემებს შემდგომში ამუშავებენ სპეციალიზებული გუნდები და მონაცემების ანალიზის საფუძველზე სთავაზობენ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ, მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს. ჩვენი საბოლოო მიზანია, მომხმარებელს დავუზოგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო და მივაწოდოთ სწორი და მისთვის შესაფერისი რეკომენდაციები.
საქართველოს ბანკის ახლო მომავლის გეგმები ტექნოლოგიური მიმართულებით, სრულიად ღრუბლოვან გარემოს უკავშირდება. ეს ყველაფერი უფრო სწრაფი და მობილური რომ გავხადოთ, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გუნდებთან, რომლებიც ჩართულები არიან ღრუბლოვანი მიმართულების დანერგვაზე. არსებული პლატფორმების და ახალი მიკროსერვისების დიდი ნაწილი, მათთვის უკვე ქლაუდის ნაწილია. ინფრასტრუქტურის ამ ტრანსფორმაციაში აქტიურად ვართ ჩართულები და ჩვენი გზაც სრულიად ქლაუდისკენ არის.
როგორ ზრუნავთ პროცესების გამართულობასა და სისწრაფეზე?
პროცესების გამართულობისთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების ანალიზი. მუდმივი დაკვირვების შედეგად ყოველდღიურ რეჟიმში განვსაზღვრავთ თუ როგორ უნდა წარვმართოთ პროცესები სწორად, რა უნდა გავაუმჯობესოთ, სად გვჭირდება სიახლეების დანერგვა და ა.შ.
რა გამოწვევები გაქვთ ყოველდღიურ საქმიანობაში და როგორ უმკლავდებით მათ?
კომპანიაში არსებული მონაცემები ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, იზრდება მათი მართვის გამოწვევებიც. ამ პროცესში აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი პლატფორმების, გადაწყვეტილებების მოძიება და არსებულ ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობაში დანერგვა.
რას მიიჩნევთ თქვენი მიმართულების ყველაზე დიდ მიღწევად და როგორია ამ პროცესში თქვენი როლი?
DataOps მიმართულება საქართველოს ბანკისთვის შედარებით სიახლეა. ერთი წელიც კი არ გასულა სრულად, რაც ამ მიმართულების აქტიურად დანერგვა დავიწყეთ. DataOps-ის სპეციფიკის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ეს ერთი წელი დახუნძლული იყო სირთულეებით და გამოწვევებით, რომლებსაც თავი წარმატებულად გავართვით. განსაკუთრებულ დიდ მიღწევად ვთვლი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დანერგვას და მათ ინტეგრაციას არსებულ ინფრასტრუქტურასთან. ამ პროცესში მისი დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული, ყველა ეტაპი, ყველა შეფერხება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს გუნდთან ერთად გავიარე. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩემი, როგორც DataOps ინჟინრის როლი ამ პროდუქტის სწორ და წარმატებულ დანერგვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რა არის ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც თქვენს საქმიანობაში გეხმარებათ?
შეუძლებელია ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობდე და მუდმივად განვითარებაზე არ იყო ორიენტირებული. ტექნოლოგიური სამყარო წარმოუდგენლად სწრაფად მიიწევს წინ, შესაბამისად, აუცილებელია მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს. ამ გამუდმებულ რბოლაში სამი მთავარი უნარი მეხმარება - სიმშვიდე, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა და დროის მენეჯმენტი.
სამომავლო პერსპექტივაში როგორ ხედავთ პროფესიულ განვითარებას?
დღევანდელ სამუშაო ბაზარზე ყოველდღიურად მატულობს მოთხოვნა Ops მიმართულებით. ახლო პერსპექტივაში საკუთარ თავს კვლავ Ops მიმართულებაში ვხედავ, შეიძლება სხვა Ops მიმართულებებშიც გამოვცადო თავი. ამ მხრივ საქართველოს ბანკი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ფეხს უწყობს ტრენდულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ მექნება სხვადასხვა მიმართულებებში განვითარების შესაძლებლობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები