ქალი ქირურგების მიერ ჩატარებული ოპერაციები უფრო წარმატებულია — ახალი კვლევა
ფოტო: Getty Images
ორი ახალი კვლევის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც ქალმა ქირურგებმა ჩაუტარეს ოპერაცია, უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც კაცი ქირურგები მკურნალობდნენ. კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ქალი ქირურგების პაციენტები ოპერაციის შემდეგ ნაკლებ გართულებებს განიცდიან და უფრო მალე ჯანმრთელდებიან.
კვლევის ფარგლებში კანადასა და შვედეთში 1 მილიონზე მეტი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს. ოპერაციის შემდეგ უკეთესი შედეგები სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებსაც ქალი ქირურგები მკურნალობდნენ. მკვლევრები ამ ფაქტის პოტენციურ მიზეზებზე ისევ მსჯელობენ. მონაცემების მიხედვით, ქალი ქირურგები ოპერაციის დროს უფრო ნელა და დაკვირვებულად მუშაობენ, რაც სავარაუდოდ, პაციენტის გამოჯანმრთელებაზე დადებითად აისახება.
დოქტორ კრისტოფერ უოლისის გუნდმა 2007-2019 წლების ონტარიოს 1,2 მილიონი პაციენტის სამედიცინო ისტორია შეისწავლა, განსაკუთრებით კი, ოპერაციის შემდგომი გართულებები. მონაცემთა ანალიზის მიხედვით, ოპერაციიდან 90 დღის შემდეგ გართულებები იმ პაციენტების 13,9%-ს ჰქონდათ, რომლებსაც კაცი ქირურგები მკურნალობდნენ. ქალი ქირურგების შემთხვევაში კი, იგივე მაჩვენებელი 12,5% იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ქალი ქირურგების პაციენტების 20,7%-ს პოსტოპერაციული გართულებები ჰქონდათ, ხოლო კაცი ქირურგების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 25% იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კაცი ქირურგების პაციენტებში 25%-ით მეტი იყო, ვიდრე ქალი ქირურგების პაციენტებში.
შვედეთში ჩატარებულ კვლევასაც მსგავსი შედეგები ჰქონდა. დოქტორ მაი ბლომმა და მისმა გუნდმა ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ 150 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ქალი ქირურგები მკურნალობენ, ნაკლები გართულებები ჰქონდათ და საავადმყოფოდანაც უფრო მალე გაწერეს. რაც შეეხება ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ამ შემთხვევაშიც ქალი ქირურგები კაცებზე უფრო ნელა მუშაობდნენ.
"ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კაცი ქირურგები ქალებს სჯობნიან. საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ადრე გამოქვეყნებული კვლევების მიხედვითაც, სულ მცირე ქალები ისეთივე კარგი ქირურგები არიან, როგორც კაცები, ზოგიერთ შემთხვევაში, ოდნავ უკეთესებიც კი ", — ამბობს დოქტორი ბლომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები