"შენს ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, გპირდები, მარტო აღარ ხარ" — დენ რეინოლდსი
ფოტო: Black Sea Arena
31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცნობილი ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართა. კონცერტი კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.
კონცერტის მსვლელობისას ჯგუფის სოლისტმა დენ რეინოლდსმა მსმენელს მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა მასპინძლობისთვის და ისიც აღნიშნა, რომ გრძნობდა, ეს შოუ საქართველოში მომავალ მრავალთაგან პირველი იქნებოდა.
ერთ-ერთი პოპულარული სიმღერის, Demons-ის შესრულებამდე დენ რეინოლდსმა მენტალურ ჯანმრთელობასა და დეპრესიაზე ისაუბრა. მან მსმენელებს მოუწოდა, დახმარების თხოვნა არასდროს მორიდებოდათ და ისიც აღნიშნა, რომ დეპრესიას თავადაც ხშირად ებრძვის.
"ჩვენი მუსიკის მთავარი მესიჯი ძალიან მარტივია. ამ სცენაზე ვდგავარ, შემიძლია იმის კეთება, რაც მიყვარს და აქ ვარ, რადგან ადამიანები მეხმარებოდნენ. თუ თავს მარტო გრძნობ, თუ დეპრესიაში ხარ, თუ გგონია, რომ ცხოვრება არ გიღირს, გთხოვ, ეგ ფიქრები შენთვის არ დაიტოვო და დაელაპარაკე, მეგობრებს, ოჯახს და თუ შესაძლებლობა გაქვს, თერაპევტს.
შენს ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი. შენს ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი. გთხოვ, ჩვენთან დარჩი. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გპირდები, რომ მარტო აღარ ხარ. შეიძლება დეპრესია დაბრუნდეს. ის ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია. დეპრესიას ყოველთვის ვებრძვი. ხანდახან უმიზეზოდ უარესდება და ბრუნდება, ყოველთვის ახსნა არ აქვს. ის უბრალოდ არსებობს. მაგრამ დარჩი ჩემთან ერთად ცოცხალი, რადგან ერთმანეთი გვჭირდება. სულ ესაა. ასეთი მარტივია. დარჩი ჩვენთან", — თქვა რეინოლდსმა და Demons-ის შესრულება დაიწყო.
მენტალური ჯანმრთელობის შესახებ წარმოთქმულმა სიტყვამ მსმენელების მოწონება დაიმსახურა, თუმცა მათი ნაწილი იმან გააკვირვა, რომ Imagine Dragons-მა კონცერტზე უკრაინას მხარდაჭერა არ გამოუცხადა და არც უკრაინისა და საქართველოს დროშები აუტანია სცენაზე.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ დროშების შეტანაში ხელს კონცერტის დაცვა უშლიდათ. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები