10 სერიალი, რომელსაც შემოდგომაზე მოუთმენლად ველოდებით
სერიალების მოყვარულებისთვის ეს შემოდგომა დატვირთული იქნება! ჩვენი საყვარელი სერიალების პრემიერები ზაფხულის დასრულებასთან ერთად არ მორჩენილა და კვლავაც უამრავი შოუ გველის წინ. დროა, თბილი ტანსაცმელი გადმოვიღოთ, ხელში ჩაი მოვიმარჯვოთ და შემოდგომას საყვარელ პერსონაჟებთან ერთად შევხვდეთ.
ამ სტატიაში იმ 10 სერიალზე მოგიყვებით, რომელთა გამოსვლასაც ამ სეზონზე ყველაზე მეტად ველით.
1. სექსუალური განათლება / Sex Education (მე-4 სეზონი)
ფოტო: Netflix
Sex Education, როგორც იქნა, ბოლო სეზონით ბრუნდება! შოუს მე-4 სეზონით დასრულება ფაქტობრივად გარდაუვალი იყო, რადგან ქასთის ნაწილი სერიალიდან წასვლას ისედაც გეგმავდა, მათ შორის, ოტისის საუკეთესო მეგობარი ერიკი, რომლის როლსაც შუტი გატვა ირგებს და ასევე, მეივის როლის შემსრულებელი, ემა მაკი. ახალ სეზონში ოტისი მეგობრებთან ერთად უკვე არა სკოლიდან, არამედ კოლეჯიდან ბრუნდება და ახალ გარემოში ცდილობს თავის დამკვიდრებას.
პრემიერის თარიღი: 21 სექტემბერი
2. უჩინარი / Invincible (მე-2 სეზონი)
ფოტო: Amazon Prime
ამ შემოდგომაზე სუპერგმირების მოყვარულები არ მოიწყენენ! Invincible ანიმაციური სერიალია, რომელიც ერთ ჩვეულებრივ მოზარდზე, მარკ გრეისონზე გვიყვება, ერთი პატარა დეტალის გამოკლებით — მისი მამა პლანეტის ყველაზე ძლიერი სუპერგმირია. მარკი თავისი მე-17 დაბადების დღიდან მალევე საკუთარი ძალების აღმოჩენასაც იწყებს. ვნახოთ, რას გვიმზადებს მეორე სეზონი!
პრემიერის თარიღი: 3 ნოემბერი
3. აშერის სახლის დაცემა / The Fall of the House of Usher
აშერის სახლის დაცემა ედგარ ალან პოს მოთხრობის ადაპტაციაა. სერიალი, როგორც პოს შეეფერება, საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება. მოთხრობა იწყება იმით, რომ მთხრობელი თავის ბავშვობის მეგობარს აშერების სახლში ესტუმრება და უცნაური მოვლენების შემსწრეც სწორედ იქ ხდება. სერიალების შემქმნელები ამბობენ, რომ ალან პოსეული ვერსია ცოტა გადააკეთეს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად როგორი სიუჟეტი ექნება სერიალს.
პრემიერის თარიღი: 12 ოქტომბერი
4. თაობა V / Gen V
სუპერგმირების კოლეჯი? ამ სერიალს ყველაფერი აქვს, რაც რიგით თინეიჯერულ დრამას — გართობა, სექსი, წვეულებები, სიყვარული, მტრობა, თუმცა ერთი დიდი განსხვავებაა! ამჯერად არა ჩვეულებრივ სტუდენტებთან, არამედ სუპერგმირებთან გვაქვს საქმე. ეს ფაქტი კი, ყველაფერს თავდაყირა აყენებს და კოლეჯს საშიშ ადგილად აქცევს. შოუ ცნობილი სერიალ The Boys-ის სპინოფია. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, დაპირისპირებები და ბევრი სისხლი გველის.
პრემიერის თარიღი: 29 სექტემბერი
5. შეცვლა / The Changeling
ცნობილი ავტორის, ვიქტორ ლავალის, რომანის მიხედვით გადაღებული შოუ საშიშ თავგადასავალს გვპირდება. სერიალში შეყვარებული ახალგაზრდა წყვილიდან ერთ-ერთი უჩინარდება, მეორე კი, მის საძებნელად წასული, პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება. ტრეილერი დასამახსოვრებელი ვიზუალითა და დამაინტრიგებელი სიუჟეტით იქცევს ჩვენს ყურადღებას.
პრემიერის თარიღი: 8 სექტემბერი
6. ლოკი / Loki (მე-2 სეზონი)
მგონი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცბიერების ღმერთზე გადაღებულმა ამ სერიალმა ყველა ჩვენგანის სიყვარული დაიმსახურა! ჩვენი საყვარელი ანტიგმირი ლოკი, რომლის როლსაც ტომ ჰიდლსტონი ასრულებს, მე-2 სეზონით გვიბრუნდება, რაც მეტ თავგადასავალს ნიშნავს. მარველის სამყაროს გამორჩეული პერსონაჟი ახალ ისტორიებს გვპირდება!
პრემიერის თარიღი: 6 ოქტომბერი
7. დილის შოუ / The Morning Show (მე-3 სეზონი)
ფოტო: Apple TV+
The Morning Show ტელეეკრანებს ახალ პროდიუსერთან ერთად უბრუნდება! ამ სეზონშიც, ისევე, როგორც წინებში, მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, კვლავაც ბევრი ინტრიგა, დილემა და ახალი პერსონაჟები გველიან. ვნახოთ, რამდენად შეცვლის შოუს ახალი გუნდის წევრის დამატება.
პრემიერის თარიღი: 13 სექტემბერი
8. ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფაქიზი / American Horror Story: Delicate (მე-12 სეზონი)
ფოტო: Hulu
American Horror Story-ის მე-12 სეზონს განსაკუთრებით ველოდებით, რადგან შოუში კიმ კარდაშიანს შევხვდებით, რომელიც ორსულის როლს მოირგებს! გარდა ამისა, ძალიან ბევრ ობობასაც ვიხილავთ. მთავარი პერსონაჟები კიმთან ერთად, ემა რობერტი და კარა დელევინი იქნებიან. როგორც უკვე ცნობილია, სეზონი ორ ნაწილად გამოვა.
პრემიერის თარიღი: 20 სექტემბერი
9. მოსიარულე მკვდრები: დერილ დიქსონი / The Walking Dead: Daryl Dixon
ფოტო: AMC
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი მოსიარულე მკვდრები მე-11 სეზონით დასრულდა. თუმცა, მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, სერიალის შემქმნელებმა მისი ერთ-ერთი სპინოფი დააანონსეს. შოუში მოქმედება ერთ-ერთი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება — დერილ დიქსონი ამჯერად აპოკალიფსურ საფრანგეთში აღმოჩნდება, თუმცა, უჭირს, გაიხსენოს, რატომ და როგორ ჩავიდა იქ.
პრემიერის თარიღი: 10 სექტემბერი
10. სინათლე, რომელსაც ვერ ვხედავთ / All the Light We Cannot See
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ახალი მინისერიალი 4 ერთსაათიანი სერიისგან შემდგარი ისტორია იქნება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მცხოვრებ უსინათლო ფრანგ გოგოზე გვიყვება. ის ბიძასთან ერთად ცდილობს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული პარიზიდან გაიქცეს, რათა ლეგენდარული ბრილიანტი გადამალოს. შოუ ენტონი დოერის პულიცერის პრემიის ლაურეატი რომანის მიხედვითაა გადაღებული. All the Light We Cannot See-ში ძალიან ცნობილი მსახიობები ითამაშებენ, მათ შორის, მარკ რუფალო, ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი და Dark-ის მსახიობი ლუის ჰოფმანი.
პრემიერის თარიღი: 2 ნოემბერი
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები