ვიოლა ფონ კრამონ

3 Sep. 2023, 16:26

მე არ ვარ პირველად საოკუპაციო ხაზთან, აქ ნამყოფი ვარ იქამდეც, სანამ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და სოლიდარობის ჩვენება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. 

სამწუხაროდ, ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდებით, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. თბილისში არსებული პოლიტიკური ვითარებაც კი რუსეთთან დაახლოებისკენ მიდის, მაგრამ შედეგი, ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ნულოვანია. 

კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა, უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. 

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა. 4-5 სექტემბერს თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია — "პუტინიზმის დამარცხება" გაიმართება. კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…