გიორგი გვიმრაძე ელიავას ბაზრობის ხანძარზე: არ მგონია, რომ სპეც-გამოშვება უნდა გვქონოდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე უსაფუძვლოს უწოდებს პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაუწყებლის მაყურებელმა 12 საათის დაგვიანებით შეიტყო 2 ივლისის საღამოს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შესახებ.
მედიაჩეკერმა დღეს დაწერა, რომ ხანძარი პირდაპირ ეთერში გააშუქა თითქმის ყველა ძირითადმა ტელემაუწყებელმა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა.
"მათგან განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად ერთადერთი დიდი არხი აღმოჩნდა, რომელსაც ელიავას ბაზრობის ხანძარი 2 ივლისს არ გაუშუქებია. მაშინ, როცა აუდიტორია შემთხვევის ადგილიდან ჩართვებს სხვა არხებზე უყურებდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ფეხბურთის მატჩის ტრანსლაცია გადიოდა".
გიორგი გვიმრაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებული პრეტენზია უსაფუძვლოა. ამის შესახებ მან პოსტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა:
"მედიაჩეკერი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ვწუხვარ ძალიან, პროფესიონალიზმის პრეტენზიის დროს, ასე არ უნდა გემართებოდეს. GPB - ასეთი ტელემაუწყებელი არ არსებობს და შესაბამისად, მას მაყურებელიც ვერ ეყოლება. არც საზოგადოებრივი მაუწყებელია ტელეარხი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხს პირველი არხი ქვია. თუ რამე არ ხვდება პირველი არხის ეთერში, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების ან გაშუქების მიღმა რჩება. გუშინ ჩვენი ჟურნალისტი დაშავდა და მისი პატივისცემა მაინც უნდა ეყოს მედიაჩეკერს, რომ არ თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომხმარებელმა (დიახ, მომხმარებელმა) დაგვიანებით გაიგო მოვლენაო. არ ვიცი, რა სტანდარტით ხელმძღვანელობს. სხვა არხებს რატომ ადარებს, მოდი, გირჩევთ, ჩვენ რაც გვაქვს, ისინი გადაამოწმეთ სხვაგან.
ეს საზოგადოებრივია - ის რაც გვაერთიანებს, სხვათა შორის ყველა პლატფორმაზე. ჩემი ჟურნალისტი რომ არ დაშავებულიყო ოპერატიული გაშუქებისას, ამას არ დავწერდი. არ დავხარჯავდი დროს, მაგრამ არ მინდა მან ნახოს მხოლოდ მედიაჩეკერის არასწორი ინფორმაცია და პასუხი ვერ იხილოს. ნინ გელოდებით სამსახურში".
გიორგი გვიმრაძე მედიაჩეკერთან საუბარში აღნიშნავს, რომ რადგან კვირა დღე იყო, თანამშრომლები კი სახლში იყვნენ წასულები, პირდაპირი ჩართვის გაშვება ვერ მოხერხდა: „ამ დროს ფეხბურთის მატჩი გადიოდა, 15 წუთიან ჭრაში საინფორმაციოს გაშვება არ გამოვიდოდა. ხანძარი ისეთ დროს დაიწყო, რომ ვერ მოვასწრებდით საეთეროს მომზადებას. ასევე, კვირა დღე იყო და რადგან კვირა იყო, ხალხი სახლში იყო წასული, ვერ გავიდოდით ეთერში და ამიტომ არ გავედით. მე არც ვთვლი, რომ უნდა გავსულიყავით, სპეცი არ უნდა შეგვეყვანა, არ იყო “სასპეცე“ ამბავი. ეთერში რომ ვყოფილიყავით, ცხადია, გავაშუქებდით. გვაქვს ვებმაუწყებლობა და იქ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც უნდა გაკეთებულიყო“.
2 ივლისს ელიავას ბაზრობის 2 500 კვადრატული მეტრი ფართის ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა ოთხ ადამიანს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები