შალვა პაპუაშვილი

4 Sep. 2023, 13:20

შარშანაც იყო ეს კონფერენცია და მაშინაც არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი, ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი არა მხოლოდ არიან იქ სტუმრებად მიპატიჟებული, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახის კონფერენციებში. 

ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეებიც არიან ზოგიერთი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად, ისეთი ადამიანებისთვის და ისეთი ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, მათთვის ტრიბუნის მინიჭება არის მიუღებელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ.  

ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი კითხვას, თუ რატომ არ ესწრება ქართული ოცნება თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას "პუტინიზმის დამარცხება". კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს. კონფერენციის მონაწილეები საოკუპაიცო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…