დანიელ ფრიდი

5 Sep. 2023, 13:00

რაც შეეხება ე.წ. დასავლურ შეთქმულებას საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო დაუცველ მდგომარეობაშია და არავის სურს, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული სისულელეა, რომელიც ვიღაცის ინტერესებში შედის და ეს უბრალოდ, არასწორია. 

ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება. პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს. [მთავარი არხის თარგმანი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…