საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გუდაურში ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გუდაურში ეკონომიკის ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
ბანაკში მონაწილეობა ეკონომიკის ოლიმპიადის ხუთმა გამარჯვებულმა მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდნენ და ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 5-6 სექტემბერს სლოვაკეთში გაიმართება.
სასწავლო ლექციების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობდნენ ეკონომიკური აზროვნების ისტორიას, სიღრმისეულად ეცნობოდნენ ფინანსების ძირითად ინსტრუმენტებს, წარმოების ღირებულებასა და კონკურენტულ ბაზრებს, ასევე, მონეტარულ სისტემას, ინფლაციას და სხვა.
თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებელი და გუნდური სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით და ინტერაქციული აქტივობებით სტუმართან ერთად სიღრმისეულად გაეაზრებინათ ეკონომიკური და ფინანსური საკითხები.
ბანაკის დაწყებამდე მოსწავლეებმა ასევე გაიარეს ეკონომიკის ონლაინ კურსი, რომელიც ექვსი შეხვედრისგან შედგებოდა და მოთხოვნა მიწოდების, წონასწორობის, მონეტარული თეორიის პრობლემებს ეხებოდა.
ეკონომიკის ონლაინ კურსს და ბანაკს ალექსანდრა შალიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
"ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი ეს იყო შესაძლებლობა ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, მომზადებულიყვნენ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს ბანკისა და ორგანიზაცია GELi-ს თანამშრომლობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით საქართველოს მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე პოზიციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და პოტენციალის სრულად ათვისებას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, INEV-ის მოდელით და მათი მანდატის ქვეშ პირველად ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს. გამარჯვებულთა შორის არიან ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი.
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები