ლეგენდად ქცეული მიუზიკლი ჩიკაგო საქართველოშია — თეატრი მაყურებელს ახალ შოუს წარუდგენს
ფოტო: წისქვილი
1920-იანი წლები, ჯაზი, კრიმინალური ჩიკაგო და ბნელით მოცული ისტორიები — ასეთია ჩიკაგო, ჟანრის კლასიკად ქცეული მიუზიკლი, რომლის პრემიერა სულ მალე საქართველოში, თბილისში და თეატრში გაიმართება.
ჩიკაგოს ოფიციალური ლიცენზია წისქვილი ჯგუფმა მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა. ჩიკაგოს წარმდგენი და სპონსორია არქი, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს, როგორც კულტურის მიმართულებით, ისე ნებისმიერ სხვა სფეროში.
"როცა გავიგეთ, რომ თეატრში მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლის, ჩიკაგოს დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ თეატრის პროფესიონალი გუნდისა და არქის მხარდაჭერით დაიდგმება ისეთი შოუ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის მაყურებელს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ წისქვილი ჯგუფთან და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ", — ამბობს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
ჩიკაგოს პრემიერას მაყურებელი 20-21 სექტემბერს დაესწრება. დადგმა თეატრის კიდევ ერთი, მორიგი თამამი პროექტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, პოპულარული და დიდი ისტორიის მქონე მიუზიკლის ქართულად გათამაშების საშუალებას იძლევა. შთამბეჭდავი ქორეოგრაფია და მუსიკალური კომპოზიციები, ამაღელვებელი ისტორიები, მიმზიდველი და იდუმალი ატმოსფერო და დახვეწილი კოსტიუმები — ასეთი იქნება თეატრის სცენასა და პავილიონში გაცოცხლებული ჩიკაგო. მასზე ყველასათვის საყვარელმა ქართველმა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა და მოცეკვავეებმა იმუშავეს.
"თეატრმა ჩიკაგოს სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა — სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფს სულ მალე თქვენც იხილავთ", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჩიკაგოს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
ჩიკაგო, რომლის ეკრანიზებულ ვერსიასაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, პირველად 1975 წელს დაიდგა. ის მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება, რომელიც რეალურ კრიმინალურ ისტორიებსა და გმირებს აღწერს. მიუზიკლმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოს 36-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა.
"ჩიკაგო მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა — კორუფცია, კრიმინალი, "სისხლისა" და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ, ჩიკაგო არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც", — ამბობს ჩიკაგოს ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.
ცხადია, თეატრის კონცეფციიდან გამომდინარე, ვახშმის გარეშე არც ჩიკაგო ჩაივლის. მენიუზე, სხვა დადგმების მსგავსად, წისქვილის ჯგუფის ბრენდ შეფმა საგანგებოდ იმუშავა.
"როგორც იცით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შოუსა და მიმართულებას ინდივიდუალურად მოვარგოთ კერძები, სწორედ ასე მოხდა ჩიკაგოს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და გემრიელ კერძებს დააგემოვნებს მიუზიკლის მაყურებელი. ტრადიციულად, სტუმრებს ვახშამს შევთავაზებთ სამ სეტად, რომლებიც მოიცავს აპეტაიზერს, მთავარ კერძსა და დესერტს", — აღნიშნავს წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
ჩიკაგოს მნახველებზე ამაღელვებელი ამბების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის გარდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კაშკაშა და დახვეწილი კოსტიუმებიც. გამონაკლისი არც მიუზიკლის ქართული ვერსია იქნება.
"კოსტიუმების თითოეულ დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევქმენი და დავამუშავე, რადგან ისინი თხრობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატმოსფეროს შექმნაში. მდიდრული ქსოვილების ფენები, დეკორაციები, ფორმები ეპოქის არსსაც აღწერს და პერსონაჟების ხასიათს, განწყობებსაც გამოკვეთს. თუმცა ჩიკაგოს მაგიას მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინი ვერ შექმნიდა, რომ არა სწორი განათება და დეკორაციები, რაც შემოქმედებითი ჯგუფის ერთიანი მუშაობის დამსახურებაა", — ამბობს ჩიკაგოს კოსტიუმების დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.
თეატრის ახალი მასშტაბური შოუს, ჩიკაგოს პრემიერა 20-21 სექტემბერს შედგება და მას შემდეგ აქტიურად უმასპინძლებს მიუზიკლის ნახვის მსურველებს. ასე რომ, მოემზადეთ დაუვიწყარი სანახაობისთვის და გახდით გაუგონარი ამბების მონაწილე.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://teatri.ge
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 577 000 888
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები