განათლების ცენტრი LEAF: რა შეიძლება იყოს საუკეთესო ინვესტიცია შენი მომავლისთვის?
ფოტო: LEAF
როდესაც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავ, გიწევს უამრავი უნივერსიტეტის მოძიება, დიდი ინფორმაციის დამუშავება, მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ბევრი საკითხის გადამოწმება. საბოლოოდ კი, მაინც გიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
ძირითადი მიზანი ისაა, რომ გადახდილი თანხა შეესაბამებოდეს მიღებული განათლების ხარისხს, საინტერესო და სასარგებლო სტუდენტური გარემო დაგხვდეს და სამომავლოდ დასაქმებაშიც დაგეხმაროს შერჩეული უნივერსიტეტი.
წარმატებული უნივერსიტეტების უდიდესი სიიდან, დღეს ერთ-ერთ საუკეთესო, ევროპის წამყვან გლობალურ უნივერსიტეტზე მოგიყვები, რაც სამომავლოდ შეიძლება დაგეხმაროს არჩევანის გაკეთებაში.
IE უნივერსიტეტი ესპანეთში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება.
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და ყველა აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს.
სწორედ ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახლა თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამები და დასაქმების პერსპექტივები გააცნონ.
30 სექტემბერს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში, განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო გამოფენა. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
IE უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო აქცენტი და ქმნის მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის თანამედროვე საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, კვლევითი ცენტრებით, კომპიუტერული ლაბორატორიებით, სპორტული ობიექტებითა და სტუდენტური სივრცეებით სხვადასხვა აქტივობებისთვის.
IE უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, არქიტექტურა, დიზაინი, მარკეტინგი და კომუნიკაცია, ფსიქოლოგია, მონაცემთა მეცნიერება და სხვა.
IE უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს.
გამოფენაზე, ასევე, დაგხვდებიან LEAF-ს კონსულტანტები, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა საფეხურზე. IE University-თან პარტნიორობის ფარგლებში, კი სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ მიიღებ.
მანამდე კი ესტუმრე განათლების საერთაშორისო გამოფენას, სადაც პირადად შეხვდები და გაიცნობ სასურველი უნივერსიტეტის წარმომადგენელს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute - TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University - Academy of Mathematics & Science.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები