UX კვლევა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის — როგორია თიბისის სამუშაო პროცესი
ფოტო: თიბისი
ბიზნესის წარმატებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროდუქტებისა და სერვისების შექმნისას მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებაა. ეს მომხმარებლის ერთგულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, რადგან ადამიანი ხვდება, რომ კომპანიისთვის მასზე ზრუნვა უპირატესია.
ამიტომ, ბიზნესებმა სულ უფრო მეტი უნდა იფიქრონ UX (მომხმარებლის გამოცდილება) მიმართულებაზე. სწორედ ასე ხდება თიბისის შემთხვევაში — კომპანიის სამუშაო პროცესში UX გუნდი უმთავრესი დასაყრდენია. წინა სტატიებში უკეთ გაგაცანით, როგორ მიმდინარეობს თიბისიში დიზაინ ტრანსფორმაციის პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია UX წერა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. ამ სტატიაში კი, თიბისის UX Research-ის ლიდთან, სალომე მაზანაშვილთან ერთად განვიხილავთ, რა არის UX კვლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ის თიბისისთვის.
რა არის UX კვლევა
UX კვლევა მომხმარებლის ქცევის, საჭიროებების, დამოკიდებულებებისა თუ გამოწვევების შესწავლაა, რათა მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შეიქმნას. ეს არის მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ის საბაზო კომპონენტი, რომელიც სამუშაო პროცესის სწორად წარმართვისთვის საფუძველს ქმნის. შედეგად, იქმნება პროდუქტები და სერვისები, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი, ეფექტური და მომხმარებელზე სრულად მორგებულია.
UX კვლევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ესენია:
- ინფორმაციის შეგროვება;
- ანალიზი;
- გადაწყვეტილების მიღება, რის საფუძველზეც პროდუქტის დიზაინი იქმნება.
სალომე მაზანაშვილის თქმით, "ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც ეფუძნება ადამიანების დამოკიდებულებების და სურვილების შესწავლას".
ფოტო: თიბისი
სალომე აღნიშნავს, რომ მომხმარებლის დამოკიდებულებებისა და სურვილების გათვალისწინება პროდუქტის შექმნის პროცესში გადამწყვეტია, რადგან წარმატებას მათი საჭიროებებისა და ქცევის გათვალისწინება უზრუნველყოფს.
"მნიშვნელოვანია, პირველივე წამებიდან გვქონდეს ახლო ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი პროდუქტის სამიზნე სეგმენტს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, მივიღოთ პროდუქტი, რომელიც მოერგება მათ მოლოდინებს, რაც შედეგად დაგვიფასდება კმაყოფილებითა და ლოიალურობით", — გვეუბნება სალომე.
როგორ მიმდინარეობს UX კვლევის პროცესი თიბისიში
თიბისიში მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის UX მიმართულებით არაერთი პროფესიონალი მუშაობს, მათ შორის, კვლევის გუნდი, რომელიც პროდუქტის შექმნის პირველ ეტაპზე ერთვება საქმეში, იგეგმება შეხვედრები, განისაზღვრება მიზნები და კვლევის ეტაპები.
"დაგეგმვას მოსდევს მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა. ამის შემდეგ ვქმნით მომხმარებლის სახეს — "პერსონებს". მხოლოდ ამ ეტაპების გავლის მერე გადავდივართ ხელშესახები პროტოტიპის შექმნაზე, რომელსაც თავიდან აფასებენ და გვიზიარებენ უკუკავშირს. მათგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით იხვეწება პროდუქტი და იძენს საბოლოო სახეს. როგორც კი პროდუქტი მოხვდება რეალურ სამყაროში, ისევ, მუდმივ რეჟიმში, ვაკვირდებით ქცევას და ვაგროვებთ უკუკავშირს", — აღნიშნავს სალომე.
UX კვლევის გუნდი მომხმარებელს სხვადასხვა წყაროთი უკავშირდება და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სთავაზობს უკუკავშირის გაზიარებას და ცდილობს, მათზე მორგებული პროცესით მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს.
სალომე მაზანაშვილი გვეუბნება, რომ შეგროვებული მონაცემები ეხმარებათ, რომ "ტენდენციები" აღმოაჩინონ — ასე იგეგმება ცვლილებები.
"თითოეული ცვლილება ფასდება, ერთი მხრივ, რა ღირებულებას მოიტანს მომხმარებლისთვის და, მეორე მხრივ, კომპანიისგან რა სახის რესურსს მოითხოვს. უკუკავშირის მიღების და ცვლილებების პროცესი განგრძობითია. მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმენდეთ და ვაკვირდებოდეთ მომხმარებლებს", — გვიზიარებს სალომე.
რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში UX კვლევის როლის ზრდა
თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელშიც UX კვლევების გუნდი ჩამოყალიბდა.
სალომეს თქმით, თიბისისთვის, როგორც, მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო, სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა და UX მიმართულებით სიახლეების დანერგვაც ამან განაპირობა.
"ციფრულ სამყაროში არსებული კონკურენციის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო გადამწყვეტი ხდება მომხმარებლის გამოცდილება, სწორედ ამიტომ, UX კვლევის მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება. თანამედროვე ციფრული კომპანიები გადაწყვეტილებებს მხოლოდ კვლევაზე დაყრდნობით იღებენ", — აღნიშნავს სალომე და ამბობს, რომ კვლევა კომპანიას რესურსების დაზოგვაში ეხმარება, რისკების შემცირების, მომხმარებლის ჩართულობის ზრდისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები