სკოლაში "გრინჩის გოგოს" მეძახდნენ და ულმობლად დამცინოდნენ ხოლმე — ტეილორ მომსენი
ფოტო: Jordan Strauss / Invision / Associated Press
ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ტეილორ მომსენმა პოპულარობა ადრეულ ასაკშივე მოიპოვა, როცა 2000 წელს გამოსულ ფილმში როგორ მოიპარა გრინჩმა შობა ჯიმ კერისთან ერთად ითამაშა და ერთ-ერთი მთავარი გმირი, სინდი ლუ, განასახიერა. როლმა 7 წლის მსახიობს საყოველთაო ცნობადობა მოუტანა, თუმცა, მომსენი დღეს უკვე იხსენებს, რომ ამ ყველაფერმა მის ცხოვრებაზე მხოლოდ დადებითი გავლენა არ მოახდინა.
"გრინჩმა ჩემი ცხოვრება ბევრი მხრივ შეცვალა", — ჰყვება მომსენი, — "ერთ-ერთი ისაა, რომ ულმობლად დამცინოდნენ ხოლმე. ყოველ ჯერზე, როცა სკოლას ვიცვლიდი ან სადმე სხვაგან მივდიოდი, ბავშვებს ჩემი სახელი დავიწყებული ჰქონდათ. 'გრინჩის გოგოს' მეძახდნენ. ჩემი პერსონაჟის სახელსაც კი არა — მხოლოდ 'გრინჩის გოგოს'. თანდათან მივეჩვიე, მაგრამ ამის გამო გავუცხოვდი".
ასეთი გამოცდილების მიუხედავად, მსახიობს ფილმი მაინც უყვარს და იმასაც ხსნის, რატომ არ კარგავს გრინჩი პოპულარობას წლების შემდეგ.
"ალბათ იმიტომ უყვართ, რომ ამბის ძირითადი აზრი ძალიან კეთილშობილური და გულის ამაჩუყებელია", — განაცხადა მომსენმა 2020 წელს, — "და ეს ყოველ წელს მეორდება, ამიტომ მოუთმენლად ველოდებით ხოლმე. ამ ფილმს ხომ ბედნიერება და სიხარული მოაქვს ყველასთვის, ვინც მას უყურებს".
ფოტო: Universal Pictures
როგორ მოიპარა გრინჩმა შობა უკვე კლასიკად ქცეული სადღესასწაულო ფილმია. ის დოქტორი სიუზის ამავე სახელწოდების მქონე საბავშვო წიგნს ეფუძნება. კინოსურათმა $346 მილიონამდე გამოიმუშავა და 2000 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გრინჩმა ოსკარიც მოიპოვა საუკეთესო გრიმის ნომინაციაში.
რაც შეეხება მომსენს, მან მოგვიანებით კიდევ ერთ წარმატებულ პროექტში, თინეიჯერულ სერიალ Gossip Girl-ში, მიიღო მონაწილეობა. 2009 წლიდან კი იგი მეტწილად მუსიკაზე გადაერთო და როკჯგუფ The Pretty Reckless-ის ფრონტვუმენი გახდა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები