თიბისის მხარდაჭერით, კომპანია სანტი საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს
ფოტო: თიბისი
თიბისი სტარტაპერის პარტნიორი, კიდევ ერთი კომპანია სანტი, რომელმაც უკვე არაერთი ეზო და გარე სივრცე გაალამაზა, ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. სანტის წარმატების ისტორიაზე მისი დამფუძნებელი, გიგი ტაბაღუა საუბრობს.
გიგი იხსენებს, რომ კომპანიის დაფუძნების იდეა კოპენჰაგენში გაუჩნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იმყოფებოდა
"კოპენჰაგენში განსაკუთრებით თვალშისაცემია მოვლილი ეზოები, საგანგებოდ დაგეგმილი, ნაფიქრი და ამა თუ იმ დიზაინში გადაწყვეტილი სივრცეები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ. იქ ყოფნისას კი გაჩნდა იდეა, ასეთი ლამაზი მწვანე სივრცეები ჩემს ქალაქშიც შემექმნა. დღემდე ვმართავ რამდენიმე მცირე ბიზნესს და მაქვს დიდი გამოცდილება სტარტაპ პროექტებში. ამიტომაც, მარტივი იყო, იდეა რეალობად მექცია", — ამბობს გიგი.
თავდაპირველად, გიგი და მისი თანადამფუძნებლები თავად მიდიოდნენ რუსთავის მოსახლეობასთან და ეზოების მოწყობას სთავაზობდნენ. თუმცა, ამ მიმართულებით ცნობადობის ნაკლებობის გამო, ადამიანები ინიციატივას ადვილად არ თანხმდებოდნენ. რამდენიმე წარმატებული შეკვეთის შემდეგ გუნდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და კმაყოფილი მომხმარებლებიც ნელ-ნელა შეიძინეს.
"ამ პერიოდში დაახლოებით 20 -მდე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. კმაყოფილმა მომხმარებელმა და დაგროვილმა გამოცდილებამ მიგვახვედრა, რომ კომპანია ოფიციალურად უნდა დაგვერეგისტრირებინა. ამ მიზნით მივმართეთ თიბისი სტარტაპერს, რომელიც გვენდო, გვერდით დაგვიდგა და დავაფუძნეთ კომპანია — სანტი", — აღნიშნავს გიგი.
თიბისის მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინეს. ასევე, თითქმის დაასრულეს კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მუშაობა და სულ მალე Facebook და Instagram გვერდებსაც აამუშავებენ.
"დღეისათვის, კომპანია სანტი კერძო პირებს, სამშენებლო კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირს სთავაზობს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას, ეზოებისა და გარე სივრცეების დაგეგმარებას, განაშენიანებას, მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებას (ერთჯერადად და მრავალჯერადად). აქამდე მომსახურებას მხოლოდ რუსთავში ვთავაზობდით, ამ დროისთვის კი ჩვენი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და რესურსი საშუალებას გვაძლევს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოვემსახუროთ მომხმარებელს", — ამბობს გიგი.
გიგის თქმით, მათი მთავარი ამოცანა ქალაქში, რაც შეიძლება ბევრი მწვანე კუთხის შექმნაა და მიზნად ისახავენ, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ქართულ ბაზარზე.
"ბიზნეს ხედვებთან ერთად, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმ იდეებზე, რითაც, პირველ რიგში, ქალაქ რუსთავს ახალ-ახალ მწვანე სივრცეებს შეუქმნის. ამჟამად სანტიში 5 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სამომავლოდ, მათი რიცხვი ჩვენი გეგმებისა და ამბიციების შესაბამისად გაიზრდება", — აღნიშნავს გიგი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები