3 აქცია, რომელსაც ახლა უნდა დააკვირდე — რას გვირჩევენ ანალიტიკოსები
ფოტო: Kelly Sikkema / Unsplash / On.ge
თუ ინვესტორი ხარ, ან ამ საქმით დაკავებას აპირებ, გლობალურ ეკონომიკაში არსებული სიტუაციაც უნდა გაითვალისწინო და კონკრეტული კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებსაც უნდა ჩაუღრმავდე. მხოლოდ ასე შეძლებ, სწორი აქციები იყიდო და გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი კაპიტალი გაზარდო.
აქვე გეტყვით, რომ ახლა კარგი დროა აქციების შესაძენად, რადგან საქართველოს ბანკის მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა ბაზარმა 2023 წლის გამოწვევებს ღირსეულად უპასუხა. ამის პარალელურად, ბუნებრივია, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიო ეკონომიკისთვის კვლავ პრობლემების შემქმნელია.
ამ სტატიაში იმ კომპანიების შესახებ გიყვებით, რომლებით დაინტერესებასაც ანალიტიკოსები გვირჩევენ. მათი თქმით, ახლა ამ აქციებს უნდა დავაკვირდეთ: General Electric (GE), SLB (SLB) და Visa (V).
General Electric Company (GE)
General Electronic Company (GE) ამერიკული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიისა და აერონავტიკის ინდუსტრიებში ოპერირებს. გარდა ამისა, GE მომხმარებლებს წარმოების, ნედლეულისა და მონაცემების ანალიტიკაში სხვადასხვა სახის გადაწყვეტებსაც სთავაზობს.
ბოლო ინფორმაციით, კომპანიის აქციების ღირებულება, წლის დასაწყისთან შედარებით, 77,73%-ით არის გაზრდილი. ამჟამად GE-ის ერთი აქცია 116,21 დოლარად ივაჭრება. გასული კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიის მოგება ერთ აქციაზე (EPS) 89%-ით არის გაზრდილი.
Schlumberger (SLB)
SLB საკუთარ თავს ენერგეტიკულ სექტორში ინოვაციების გამტარებელი გლობალურ კომპანიად ახასიათებს. "ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ნავთობისა და გაზის სექტორში ინოვაციების დანერგვაზე და ისეთი ენერგეტიკული სისტემების შემუშავებაზე, რომლებიც ენერგო რესურსების გადაცემის დააჩქარებენ", — ამბობენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ SLB-ის აქციების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით 13,04%-ით არის გაზრდილი. ამჟამად ამ კომპანიის ერთი აქციის შეძენა 60,43 დოლარად არის შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ გასული კვარტლის შედეგების მიხედვით, მისი მოგება ერთ აქციაზე (EPS) 44%-ით არის გაზრდილი.
Visa (V)
Visa მსოფლიოში ცნობილი ციფრული გადახდის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ინდივიდუალურ და კომერციულ კლიენტებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობებს, სავაჭრო წარმომადგენლებსა და სხვა ბიზნეს სუბიექტებს ემსახურება.
ბოლო მონაცემებით, კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით 17,23%-ით არის გაზრდილი. ამჟამად Visa-ს ერთი აქცია 243,56 დოლარად ივაჭრება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასული კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიის მოგება ერთ აქციაზე (EPS) 9%-ით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, საფონდო ბირჟებზე საკუთარი აქციებით ათასობით კომპანია ვაჭრობს. თუმცა, ყველა ინვესტორის მიზანია, იპოვოს ისეთი აქცია, რომელიც სამომავლოდ მოგებას მოუტანს.
არსებობს არაერთი ინდიკატორი, რომლებზეც დაკვირვებითაც პერსპექტიული კომპანიების შერჩევაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა, ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ მოვძებნოთ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ბაზარს რაღაც ახალს სთავაზობენ, ან ისეთები, რომლებმაც აქციებით ვაჭრობა სულ ახლახან დაიწყეს და ამის პარალელურად შესამჩნევად მაღალი შემოსავლები აქვთ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები