პარტია საქართველოსთვის

10 Sep. 2023, 15:29

მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში. 

მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას

პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის. 

ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი კერძო მოგზაურობისთვის გამოიყენა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…