ანზორ ჩუბინიძე

12 Sep. 2023, 12:55

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევრო შესაბამისი ლარის კურსით. თანხა არის წინსწრებით გადახდილი და შესაბამისად არის სავარაუდო, და იგი შესაძლებელია მცდირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. 

კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდენილია კერძო პიროვნების მიერ, და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი. 

ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე. ის ეხმაურება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომ მან სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…