პროგრამული ტესტერების საერთაშორისო დღე საქართველოში მეოთხედ აღინიშნა
ფოტო: თიბისი
ციფრული სერვისები და პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცა. არაერთი მნიშვნელოვანი საქმის მარტივად, კომფორტულად და სწრაფად მოგვარებას აპლიკაციებისა თუ სხვადასხვა პლატფორმების დახმარებით ვახერხებთ. თანაც, არ გვიწევს ფიქრი, რამხელა გზას გადის ციფრული პროდუქტი, რათა საუკეთესო გამოცდილება მივიღოთ.
ციფრული პროდუქტების საბოლოო, გამართული შედეგის მისაღებად უმთავრესი ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის დაუღალავი მუშაობაა საჭირო და ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს აქვთ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიის ცნობადობა გაიზარდოს, კომუნა გაძლიერდეს და მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ მიმართულებით — თანაც, პროგრამული ტესტერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ხელფასიც სულ უფრო და უფრო იზრდება, რის გამოც კარგი კარიერული არჩევანია.
პროგრამული ტესტერების კომუნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხილვადი საშუალება პროგრამული ტესტერების საერთაშორისო დღის აღნიშვნაა. 9 სექტემბერი პროგრამული ტესტერების საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოში წელს 76-ედ აღინიშნა, საქართველოში კი უკვე მეოთხედ.
საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში — GeoSTQB არის, მთავარი მხარდამჭერი კი, უკვე მესამე წელია თიბისია.
ღონისძიება ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები პროფესიონალების ჩართულობით იმართება. აღნიშნულ სტატიაში მეტს გაიგებთ, პროგრამული ტესტერის პროფესიის შესახებ და წაიკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების ცნობადობის ზრდა.
რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული ტესტერების როლი
თანამედროვე სამყაროში ბიზნესისა და მომხმარებლის ურთიერთობა მეტწილად ციფრული სერვისებისა და პროდუქტების ჩართულობით მიმდინარეობს. ამიტომ, ნდობისა და კომფორტული გამოცდილების შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია, პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, მაქსიმალურად გამართული იყოს და დაბრკოლებებს არ გვიქმნიდეს. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მომხმარებელი ბიზნესის ერთგულია.
ფოტო: თიბისი
თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, ცოტნე აბურჯანია, რომელიც ტესტერების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო, აღნიშნავს, რომ "ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში ტესტერის როლი საკვანძოა, ის განსაზღვრავს, რამდენად სანდოა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე მიდის. თიბისის მაგალითზე, საბანკო პროდუქტებისა და სერვისების დიდი ნაწილი კრიტიკულია — გაუმართავი პროდუქტი ნდობის დაკარგვას უდრის, რაც დიდი რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანია კომპანიისთვის".
GeoSTQB-ის ვიცე-პრეზიდენტი, თინათინ ცირეკიძე გვიხსნის, როგორია პროდუქტის დახვეწაში ტესტერის ჩართულობა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროფესიისადმი დაინტერესება სულ უფრო მზარდია.
ფოტო: GeoSTQB
"ციფრულ პროდუქტებისა და სერვისების უხარვეზოდ მიღება ტესტერის დამსახურებაა. ტესტერი პროდუქტის შექმნის პროცესში აქტიურად არის ჩართული — ამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს ის ბიზნესის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ფუნქციურად თუ ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ამიტომ, კომპანიების დაინტერესება სულ უფრო მზარდია. მოთხოვნის ზრდის ნათელი მაგალითი ისიც არის, რომ წლიდან წლამდე იზრდება სახელფასო ზღვარი, დასაქმების სტატისტიკა. წლევანდელ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ — 28%-ით არის გაზრდილი საშუალო ხელფასი, წინა წელთან შედარებით, რაც მიუთითებს ამ პროფესიის პოტენციალზე", — ამბობს თინათინი.
9-10 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ნინო ნოზაძეც, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. მისი თქმით, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტესტირების მიმართულებით სწავლობენ და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობაც გაზრდილია.
ფოტო: თიბისი
"თიბისის IT აკადემიის მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩვენს IT აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწავლობს როგორც მანუალ ტესტირების, ისე ავტომატური ტესტირების მიმართულებით. ისინი არამხოლოდ კარგად ითვისებენ ცოდნას, არამედ საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და პროფესიის განვითარებას უწყობენ ხელს", — გვეუბნება ნინო.
პროგრამული ტესტერების საერთაშორისო დღე
ფოტო: GeoSTQB
"ეს ერთადერთი ცენტრალური ღონისძიებაა ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ცნობიერების ზრდის, კომუნის გაძლიერების, აზრთა მიმოცვლისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. მთავარ შეკრების ადგილად იქცა, რომელიც მრავალ დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს", — გვეუბნება თინათინი პროგრამული ტესტერების საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე საუბრისას.
ტესტერების დღის აღნიშვნა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დაიწყო. ორგანიზაცია მსოფლიოს 70 ქვეყანას აერთიანებს. ამიტომ, ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მსოფლიოს გააცნო, როგორ ვითარდება IT სფერო, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება შენს ქვეყანაში.
წლევანდელ ღონისძიებას არაერთი საერთაშორისო სპიკერი ესწრებოდა, შედგა პანელური დისკუსია და თემატური "ვორქშოპები", ასევე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ.
თინათინ ცირეკიძის თქმით, ღონისძიება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია, ცდილობენ, რომ მუდმივად განვითარდნენ, მოიწვიონ საერთაშორისო სპიკერები და ქართველ პროფესიონალებს შესაძლებლობა მისცენ, რომ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას საკუთარი მიღწევები გააცნონ.
"წლევანდელ ღონისძიებაზე დასასწრებად ცენტრალური ბორდის წევრებიც ჩამოვიდნენ, რაც ცხადყოფს, რომ ისინი დაინტერესებული არიან, ჩვენი ქვეყნით, ქართული პროგრამული ტესტერების კომუნით", — ამბობს თინათინი.
ნინო ნოზაძის თქმით, თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა და კომუნის გაძლიერება, რასაც ამ მიმართულებით დასაქმებული დაახლოებით 180 ადამიანიც მოწმობს.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტები, შესაბამისად გვყავს დიდი გუნდი, რომელიც აღნიშნულ მიმართულებაზე ზრუნავს. ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი ვართ. ბოლო წლებში ბევრმა კომპანიამ დანერგა ხარისხის სტანდარტები და მიდგომები, თუმცა ისევ საჭიროა პოპულარიზება, აღნიშნული მიმართულებით დიდი როლი აკისრია ისეთ ინიციატივებს, როგორიც GeoSTQB-ია", — გვეუბნება ნინო.
ცოტნე აბურჯანია კი აღნიშნავს, რომ თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ხარისხის უზრუნველყოფა და ამ პროცესში ტესტერის როლის წინ წამოწევა პრიორიტეტად აქცია, ამიტომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროგრამული ტესტირების პოპულარიზების მხარდაჭერა.
"კარგი იქნება თუ კომპანიები სულ უფრო მეტს იფიქრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების დანერგვა და რამდენად მომგებიანია ეს კომპანიისთვის — აღნიშნული კომპანიას ეხმარება დროისა და ფინანსების დაზოგვაში, ერთგული მომხმარებლის მოზიდვას და განვითარებაში. ცნობიერების ზრდას მსგავსი ღონისძიებებიც უწყობს ხელს. აქ ბევრი წარმატებული ადამიანი იყრის თავს და კარგი შესაძლებლობაა, როგორც დასაქმების მაძიებელი ადამიანებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ეძებენ, ცოდნის გაღრმავება, აზრთა მიმოცვლა უნდათ", — ამბობს ცოტნე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები