Technovation Girls Sakartvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
პროექტის Technovation Girls Sakartvelo 2023 მონაწილეებისთვის ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, კაჭრეთში, კოლეჯ აისში, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მა გოგომ და 40-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ Technovation Girls Sakartvelo საერთაშორისო პროექტია, რომელიც 17 წელია მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგოს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს მათ მომზადებას პროგრამირებისა და მეწარმეობის მიმართულებით, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის პოვნა.
სტატიიდან მეტს გაიგებთ პროექტ Technovation Girls-ზე, საკითხებზე, რომლებსაც ტექნოლოგიური ბანაკი მოიცავს და სკოლის მოსწავლე გოგოების ტექნოლოგიური გაძლიერების აუცილებლობაზე.
Technovation Girls — რას მოიცავს საერთაშორისო პროექტი?
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
Technovation Girls, 2006 წელს, აშშ-ში დაიწყო და ამ დროისთვის 100-ზე მეტი ქვეყნის მოსწავლე გოგოებს აერთიანებს. უკვე 5 წელია, რაც პროექტი საქართველოშიც ხორციელდება, 2022-2023 წლის პროგრამის მხარდამჭერი კი ალტე უნივერსიტეტია.
პროექტის მიზანია, რომ გააერთიანოს ნებისმიერი დაინტერესებული გოგო, რომელსაც საკუთარ თემში არსებული პრობლემის გადაჭრისთვის ტექნოლოგიური გზების ძიება აინტერესებს.
Technovation Girls 2023-ის ორგანიზატორი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გვიხსნის, რას მოიცავს, პროექტი და რა საჭირო ცოდნას აძლევს VII-XII კლასების მოსწავლე გოგოებს.
"პროგრამის მონაწილე გოგოები საკუთარ თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენენ, შემდეგ სწავლობენ აპლიკაციების პროტოტიპებისა და ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების შექმნას. ისინი ამ ცოდნას პრობლემის აღმოფხვრის გზების საძიებლად იყენებენ. პარალელურად კი, ბიზნეს გეგმის წერასა და კვლევის ჩატარებას სწავლობენ. ამზადებენ 2 ვიდეოს ტექნოლოგიური გადაწყვეტის რაობისა და პროექტის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო საიტზე ტვირთავენ", — ამბობს ნანა და აღნიშნავს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი რეგიონული ფიჩინგ შეჯიბრია.
"საქართველოში 2-დღიანი "ფიჩინგ" შეჯიბრი მაისში, ალტე უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 60 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 6 ნახევარფინალისტი შეირჩა. შეფასებაში საერთაშორისო ჟიური მონაწილეობდა და მათი გადაწყვეტილებით, ჯუნიორ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ცაგერისა და ფარის საჯარო სკოლების მოსწავლე გოგოებისგან შემდგარი გუნდი გახდა", — გვეუბნება ნანა.
ცაგერისა და ფარის სკოლების მოსწავლე გოგოებისგან შემდგარმა გუნდმა — TSFE Technical Support for Earth გამარჯვება მოიპოვა პროექტით — Smart Light.
ტექნოლოგიური ბანაკი — სივრცე ადამიანების გაცნობისა და ცოდნის გაღრმავებისთვის
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
"ბანაკი პროექტ Technovation Girls-ის დასკვნითი ეტაპი იყო. სწორედ ამ პროგრამის მონაწილეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტები და მიიღეს მონაწილეობა რეგიონულ კონფერენციაში, წავიყვანეთ ბანაკში. მიზანი იყო ის, რომ გოგოებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და მეტი ემუშავათ სხვადასხვა ტექნოლოგიებზე, დასწრებოდნენ "ვორქშოპებსა" და ლექციებს ტექნოლოგიების შესახებ, მიეღოთ ის ცოდნა, რომელიც აუცილებლად სამომავლოდ გამოადგებათ", — აღნიშნავს ნანა დიხამინჯია ტექნოლოგიურ ბანაკზე საუბრისას.
ტექნოლოგიური ბანაკი ორ ეტაპად ჩატარდა — 17-20 აგვისტოს, ბანაკს სტუმრობდნენ ჯუნიორ კატეგორიის მონაწილეები, ხოლო, 21-24 აგვისტოს, აქტივობები გაიმართა სენიორ კატეგორიის მონაწილეებისთვის.
ტექნოლოგიური ბანაკი კაჭრეთში, კოლეჯ აისში ჩატარდა, რომელმაც სივრცე უფასოდ დაუთმო მოსწავლე გოგოებს. ბანაკი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა — მათ შორის სამუშაო შეხვედრებს კიბერუსაფრთხოების, Python-ის, Arduino-სა და მეწარმეობის შესახებ, ლექციებს თანამედროვე ტექნოლოგიების, ინდუსტრიული რევოლუციის, კლიმატის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და დემოკრატიული საზოგადოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ. ამასთან, ბანაკის მონაწილეები მუშაობდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიის დახმარებით ინფორმაციის მოძიებაზე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი STEM შეჯიბრებებში და ა.შ.
ტექნოლოგიური ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე, თამარ ასათაშვილი აღნიშნავს, რომ Technovation Girls-ის დახმარებით ბევრად კომუნიკაბელური გახდა და გუნდურად მუშაობა ისწავლა, ტექნოლოგიურ ბანაკში გატარებული 3 დღე კი იმდენად საინტერესო იყო, რომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, დრო შეუმჩნევლად გავიდა.
"გოგოებმა გავიარეთ ისეთი ტრენინგები და გვყავდა ისეთი სპიკერები, რომლებიც სამომავლოდ პროექტის უფრო მეტად დახვეწასა და გაძლიერებაში დაგვეხმარება — მაგალითად, მარკეტინგი და product market fed. ბანაკში იმდენად საინტერესო პიროვნებებთან გვქონდა შეხება, რომ სურვილი გამიჩნდა, ჩემი მომავალი მათ მსგავსად წარვმართო. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ვცდილობდით, მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად, ვთამაშობდით ბევრ სამაგიდო თამაშს, რომელიც გვეხმარებოდა ერთმანეთის უკეთესად გაცნობასა და ამავდროულად, გონების განვითარებაში", — ამბობს თამარი და აღნიშნავს იმასაც, რომ ბანაკში მონაწილეობის შემდეგ სურვილი აქვს, რომ სამომავლოდ პროექტში მოხალისე მენტორად ჩაერთოს და სხვა გოგოებს დაეხმაროს განვითარებაში.
რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამა Technovation Girls
სკოლის პერიოდში ინოვაციური აზროვნების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტის გაგება და ჩვენივე თემში არსებული გამოწვევების გადაჭრაზე ფიქრი უმნიშვნელოვანესია. ეს შეიძლება სამომავლო პროფესიის არჩევაშიც დაგვეხმაროს და ჩვენს მისწრაფებებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
ნანა დიხამინჯიას თქმით, ტექნოლოგიებით დაინტერესება რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უკეთესია, თუმცა, თინეიჯერობისას კიდევ უფრო აუცილებელია არაფორმალური განათლების პროგრამები.
"განსაკუთრებით იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ფორმალური განათლება არ ითვალისწინებს მსგავს აქტივობებს, არაფორმალური განათლების პროგრამებით თინეიჯერების გაძლიერება და მათთვის საჭირო ცოდნის მიცემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გოგოები ამ პროექტების დახმარებით იზრდებიან, ავითარებენ უნარებს, სწავლობენ ინოვაციურ აზროვნებას და თვითონვე იფიქრებენ ინოვაციურ გადაწყვეტებს. სწორედ ამ ასაკში გავდივართ სასურველი პროფესიის შერჩევის პროცესს და მსგავსი პროგრამები კარგი დამხმარე საშუალებაა. ტექნოლოგიები მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია და თანაც, სულ რომ არ გაჰყვე ამ მიმართულებას, მაინც მნიშვნელოვნად გეხმარება ცხოვრებაში", — გვიზიარებს ნანა.
2022-2023 წელს, პროგრამა საქართველოში ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: TBC — თიბისი, GITA • Tech Park, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Idea Design Group, Edutech, Skillwill • სქილვილ, Usaid, Edison Tech Solutions, HT Solutions, პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia, Forbes Woman Georgia, Majorel Georgia.
დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად ადევნეთ თვალი ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის Facebook გვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


კომენტარები