პორშე ცენტრი თბილისი მსოფლიო დასუფთავების დღის აღნიშვნაში ჩაერთო
ფოტო: თეგეტა
16 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, 200-მდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მილიონობით მოხალისე გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდა. გლობალურ ინიციატივას საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი შეუერთდა.
მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში, პორშე ცენტრი თბილისის თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორია და ერთადერთი შემორჩენილი ჭალების ტყე — დიღმის ჭალები დაასუფთავეს.
"გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება პორშე ცენტრი თბილისისთვის ძალიან მნიშენლოვანია. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, სიხარულით ვერთვებით მსოფლიო დასუფთავების აქციაში. წელს პორშეს გუნდმა, დიღმის ჭალების ტერიტორია დავასუფთავეთ და ჯამში, 100 კგ-ზე მეტი ნარჩენი შევაგროვეთ, მათ შორის პლასტმასა, მინა და ალუმინი. მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული ნარჩენები პარტნიორ ორგანიზაციებში გავგზავნეთ გადასამუშავებლად. გარდა ამისა პორშე ცენტრი თბილისი აქტიურად მუშაობს მწვანე ოფისის მიმართულებითაც. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, შოურუმსა და ოფისში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებისთვის მწვანე ყუთები განვათავსეთ", — აღნიშნავს თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ფოტო: თეგეტა
დასუფთავების აქცია დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პორშე ცენტრი თბილისის ოფისში თანამშრომლებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესები გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ბუნების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და რა შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ გარემოზე ვიზრუნოთ.
ფოტო: თეგეტა
"დიღმის ჭალები თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა — სარეკრეაციო სივრცე, რომელიც განსაკუთრებულადაა დაბინძურებული სამშენებლო ნარჩენებით. გასატანი ნარჩენების პარალელურად, ტერიტორია მოქალაქეების მხრიდანაც დაბინძურების ადგილადაა ქცეული. დასუფთავების მსოფლიო დღის ფარგლებში, პორშე ცენტრი თბილისის თანამშრომლები გაეცნენ ნარჩენებთან გამკლავების პრობლემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა კომპანიისგან, რომელსაც სურს, გახდეს კიდევ უფრო პასუხისმგებლობიანი ბიზნესი. ამ კონკრეტული აქციის ფარგლებში, პორშეს წარმომადგენლებს გავაცანით დიღმის ჭალები, მისი სარეკრეაციო მნიშვნელობა. ესაა ორმხრივი თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შედეგები არ იქნება თვალსაჩინო, თუ საკუთარი თვალით არ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია დაბინძურებული ტერიტორიები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. დიღმის ჭალები ამ მხრივ კარგი მაგალითი იყო", — ამბობს ანა ტრაპაიძე, დიღმის ჭალების გარემოსდამცველი აქტივისტი.
დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ გაზიარებული წესების მიხედვით შეგროვდა და გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცა.
დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-ამდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და საერთო ძალისხმევით ნარჩენების გლობალური პრობლემის დაძლევის მიზნით.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები