არასამთავრობოების შეფასება ფარცხალაძის სანქცირებასა და მთავრობის რეაგირებაზე — დეტალები
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა.
- 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
- სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
- დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე საქმიანობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში და კომპანიებში — LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-ს ფლობს.
- სახდეპის განცხადებით, მათ მიერ სანქცირებული კიდევ ერთი პირი, ალექსანდრ ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს, მოეპოვებინა რუსეთის მოქალაქეობა.
- მათი თქმით, ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში.
- დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონიშჩენკომ და FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
მოკლედ ფარცხალაძეზე: ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და სულ 47 დღის განმავლობაში იმუშავა.
- ფარცხალაძის დანიშვნიდან მალევე განხილვის თემად იქცა მისი განათლების შესაბამისობა პოსტთან. რის პასუხადაც ყოფილმა პროკურორმა დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებდა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
- მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორი გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო ნასამართლევი — ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მხოლოდ სამართალდამცავთან შელაპარაკების ბრალდება დაუდგინა.
- ყოფილი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები იყო მორიგი ბინძური კამპანია უწყების წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, ამ განცხადებიდან 6 დღეში, 2013 წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კითხვების გამო თანამდებობას ტოვებდა.
- ფარცხალაძის შესაძლო გავლენებს პოლიტიკურ წრეებში მისი უწყებიდან წასვლის შემდეგ არაერთი წლის განმავლობაში განიხილავდნენ.
- ის ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეში, ასევე, მირზა სუბელიანის ჩანაწერებში — დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ.
- ისინი ხაზს უსვამენ, რომ ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ მისი, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებით აიხსნება.
- მათი განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ().
- ასევე, რთულად დასაჯერებელი ჰგონიათ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ.
- მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რასაც, NGO-ები სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირებენ.
- "სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოების შეფასებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება.
- აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი — სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება.
- ასევე, სუს-მა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.
- "დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- ხელმომწერი ორგანიზაციების სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები