მთიან ყარაბაღში აფეთქებებია, აზერბაიჯანი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე საუბრობს — რა ვიცით ამ ეტაპზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: აზერბაიჯანის ძალებმა მთიან ყარაბაღზე თავდასხმა დაიწყეს.
- როგორც OC Media წერს, სტეფანაკერტში საჰაერო იერიშის სირენების და აფეთქებების ხმა ისმის.
- მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრები, არტაკ ბეგლარიანი და რუბენ ვარდანიანი ამბობენ, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტში მძიმე არტილერიას იყენებს.
- ასევე, მთიანი ყარაბაღში დაფუძნებული Telegram-ის არხი Infocom წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მარტაკერტიც თავდასხმის ქვეშაა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
- უწყებამ ბოლო თვეებში დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდის რამდენიმე მიზეზი დაასახელა — მათ შორის, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა, საბრძოლო პოზიციების გაუმჯობესებაზე მუშაობა, სანგრების რაოდენობის გაზრდა.
- მათი მტკიცებით, დღეს, 19 სექტემბერს, აჰმედბეილი-ფიზული-შუშას გზატკეცილზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების დაყენებული ნაღმის აფეთქების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ; ხოლო მეორე ნაღმზე აფეთქების შედეგად მათი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.
- "ასეთი ფაქტები გაგრძელებაა სომხეთის მიზანმიმართული და სისტემატური ტერორისტული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- აქვე ხაზგასმულია, რომ სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მათი ტერიტორიებიდან გასაყვანად, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანეიტრალებლად, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემის აღსადგენად, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
- აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ სამოქალაქო დაწესებულებებს და ინფრასტრუქტურას არ ბომბავს და ფრონტის ხაზზე და სიღრმისეულად მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, მათ გრძელვადიან საცეცხლე პუნქტებსა და სამხედრო ობიექტებს ესვრის.
- "მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქეთ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა", — წერია განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14:00 საათისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე მათ სხვა კომენტარი არ გაუკეთებიათ.
- "აზერბაიჯანმა, წამოაყენა ცრუ ბრალდება ტერორიზმის შესახებ არცახის წინააღმდეგ, ცეცხლი გაუხსნა სამხედრო ობიექტებს სხვადასხვა საშუალებებისა და იარაღის გამოყენებით", — განაცხადა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ტიგრან აბრაჰამიანმა.
დეტალები: დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- ანდრანიკ შირინიანმა, Freedom House-ის წარმომადგენელმა სომხეთში ტვიტერზე დაწერა, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას და ამ ეტაპზე სტეფანაკერტში ქსელი შეზღუდვებით მუშაობს.
- რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა განუცხადა, რომ არტილერია მძლავრად მუშაობს და უწყვეტი სროლაა, რის გამოც მოსახლეობამ თავი სარდაფებს შეაფარა.
- სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, სტეფანაკერტში გადაღებული აფეთქების კადრები ვრცელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები